საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ მოკლევადიან პროფესიულ მომზადება/გადამზადების  პროგრამებს, რომელთა დასრულების შემდგომაც გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.

პროფესიული მომზადების პროგრამა არის პროგრამა, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად.

პროფესიული გადამზადების პროგრამა არის პროგრამა, რომლის მიზანია პირისთვის კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი ახორციელებს პროფესიული მომზადება/გადამზადების შემდეგ პროგრამებს:

პროგრამა დაინტერესებულ პირებს შეასწავლის პირველადი გადაუდებელი დახმარების ელემენტებს და განსახორციელებელ ქმედებებს; პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების იდენტიფიცირებას; გადაუდებელ დახმარების გაწევას გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მოშლილობით მიმდინარე მდგომარეობების დროს; პირველად გადაუდებელ დახმარების უზრუნველყოფას ტრავმების, სისხლდენების დროს; უბედური შემთხვევების დროს პროცესების მართვის წესებს. პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება. პროგრამის მოცულობა 45 საათია. პროგრამა განხორციელდება 5 კვირის განმავლობაში, კვირეული დატვირთვა 6-12 სთ,

 სწავლებისას გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა, სხვადასხვა მულაჟები, ინვენტარი, ტექნიკა, მრავალფეროვანი სწავლების მეთოდები,
მათ შორის ელექტრონული სწავლების მეთოდიც.
 
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერთიფიკატი დანართთან ერთად და ასევე სარეკომენდაციო წერილი.

რეგისტრაციისთვის გადადით შესაბამისი პროგრამის  ბმულზე: https://vet.emis.ge/training-programs

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭებული საბჭოს გადაწყვეტილება 

პროგრამა განკუთვნილია პირებისთვის, ვისაც დაძლეული  სურვილი აქვს ესთეტიკური კოსმეტოლოგიის მიმართულებით შეიძონოს ცოდნა. პროგრამა მოიცავს ესთეტიკური კოსმეტოლოგიური მომსახურების საბაზისო პროცედურების (კანის ზედაპირული წმენდა, კანის დატენიანება-გამკვრივება, აღდგენა, გაახალგაზრდავება), სახის და ზურგის არის კოსმეტოლოგიური მასაჟის (კლასიკური, პლასტიკური, აპარატული) პროცედურების განხორციელბას. პროგრამისხანგრძლივობაა 11 კვირა, 205 საათი საიდანც 140 საათი ეთმობა პრაქტიკულ კომპონენტს. პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი ხორციელდება „ბი დი სი“ აკადემიის C გარემოსა და პარტნიორ დაწესებულებებში. პრაქტიკულ მეცადინეობაზე, მსმენელები თავად წარმოადგენენ ერთმანეთისთვის მოდელებს, ან თავადა უზრუნვეყოფენ მათ. სწავლების მთელ ციკლს თან სდევს განმავითარებელი შეფასებები, როგორც თეორიული საკითხების ისე პრაქტიკული სწავლებისას.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერთიფიკატი დანართთან ერთად და ასევე სარეკომენდაციო წერილი.

რეგისტრაციისთვის გადადით შესაბამისი პროგრამის  ბმულზე: https://vet.emis.ge/training-programs

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭებული საბჭოს გადაწყვეტილება

  1. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა:
  • სახელწოდებაინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი

მოკლე აღწერა

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს მინიმუმ საბაზო განათლება და სურვილი აქვს მოკლე დროში დაეუფლოს კომპიუტერული ტექნოლოგიების აპარატურულ და პროგრამული უზრუნველყოფის უნარ-ჩვევებს. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს (168 საათს) და მოიცავს: სწავლების მთელ ციკლს თან სდევს განმავითრებელი შეფასებები, როგორც თეორიული საკითხების ისე პრაქტიკული სწავლებისას,

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერთიფიკატი დანართთან ერთად და ასევე სარეკომენდაციო წერილი.

ეგისტრაციისთვის გადადით შესაბამისი პროგრამის  ბმულზე: https://vet.emis.ge/training-programs

პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭებული საბჭოს გადაწყვეტილება

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, ვინც ფლობს მინიმუმ სრულ ზოგად განათლებას, ასევე ბიზნესმენებისა და ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც სურს მიიღოს ცოდნა ბუღალტერიასა და საგადასახადო დაბეგვრაში. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს (192 საათი) და მოიცავს: ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის გაცნობასა და ასევე საბუღალტრო პროგრმის ORIS-ის შესწავლას. კურსის პრაქტიკული კომპონენტი ხორციელდება პარტნიორ კომპანიასთან ერთობლივად, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს დაამუშავონ მოქმედი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაცია, პრაქტიკულად შეასრულონ ყველა ის პროცედურა, მათ შორის საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა, რაც ბუღალტრის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს. პროფესიონალთა გუნდში მუშაობა და მათი გამოცდილების გაზიარება საშუალებას აძლევს მსმენელებს შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბუღალტრული ოპერაციების პრაქტიკულად განხორციელებას. გაითავისონ პროფესიული საქმიანობისას გუნდში მუშაობისა და კოლეგებთან პროფესიული კომუნიკაციის თავისებურებები, გახდნენ მეტად თავდაჯერებულები და კონკურენტუნარიანები.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერთიფიკატი დანართთან ერთად და ასევე სარეკომენდაციო წერილი.

რეგისტრაციისთვის გადადით შესაბამისი პროგრამის  ბმულზე: https://vet.emis.ge/training-programs

კურსი განკუთვნილია პირებისთვის, რომლებიც ფლობენ მინიმუმ სრულ ზოგად განათლებას და აქვთ აღმზრედელად მუშაობის არანაკლებ ექვსთვიანი გამოცდილება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია, უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის ხარისხისა და საგანმანათლებლო სტანდარტებით განსაზღვრული კომპეტენციების განვითარება-ჩამოყალიბება. პროგრამა ხორციელდება ინტერქაციული ლექციების ფორმატში და მოიცავს სხვადასხვა სიტუაციური ამოცანების განხილვა-ანალიზს, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით პრაქტიკული დავალებების შესრულებას (შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, სხვადასხვა საგანმანათლებლო სტრატეგიების განსაზღვრა, გეგმების შემუშავება და სხვა), რაც უზრუნველყოფს, პირის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას და შემდგომ საღმზრდელო პროცესში ეფექტურად დანერგვას.