საერთაშორისო განათლების აკადემია ბი დი სის დირექტორის ნათთია შათირიშვილის განცხადებით ბათუმში აკადემიის რიგით მეხუთე ფილიალი მარტში გაიხსნება.
დირექტორის განცხადებით აკადემია ბათუმში ყველა იმ პროფესიულ სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამებს განახორციელებს რასაც დანარჩენ ფილიალებში. ნათია შათირიშვილი: აკადემია აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ ტექნიკური ბაზით. ასევე აკადემიაში ტრენინგებს ჩაატარწბენ როგორც ადგილობრივი ასევე თბილისიდან მოწვეული მაღალი დონის სფეროს პროფესიონალები. აჭარის რეგიონში ბაზრის კვლევის თანახმად ბათუმში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ტურიზზმის ადმინისტრირების, სასტუმროს მართვის და კულინარია საკონდიტრო საქმის კურსებზე. თუმცა აკადემია განახორციელებს საექთნო საქმის, ფარმაციის, ბუღალტერიის და სხვა პროგრამებსაც.
შეგახსენებთ, რომ აკადემია უკვე 14 წელია რაც მოღვაწეობს .