You are currently viewing აიტი ლაბორატორია უკვე გორში

აიტი ლაბორატორია უკვე გორში

აიტი ლაბორატორია საქართველოში, რომელიც შშმ პირებსა და დევნილებს შეღავათიან ფასებში აძლევს შესაძლებლობას გახდნენ წამყვანი სპეციალისტები.

თბილისის მარნეულისა და გურიის შემდეგ კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიამ აიტი ლაბორატორია ამჯერად გორში გახსნა.

აიტი ლაბორატორიაში სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, დევნილებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს კომპიუტერული სფეროს სპეციალისტებად შეღავათიან ფასებში გადაამზადებს , ლაბორატორია შეიქმნა ცისკოს აკადემიის ბაზაზე, კომპიუტერულ სფეროში სპეციალისტების მომზადების კომპონენტი აკადემიაში ცისკოს უახლესი ტექნიკის შეძენის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ცისკოს მოთხოვნაა ლაბორატორიისთვის ტექნიკის შეძენა , ლაბორატორია ძვირად ღირებულია, თუმცა ნებართვის მისაღებად აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიამ ბაზარზე ქსელური მოწყობილობების წარმოებაში ლიდერი Cisco–ს აკადემიის სტატუსი და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის უფლება მოიპოვა.
ტექნოლოგიების აკადემია ნებისიმერი რაოდენობის მსმენელის მიიღებას და გადამზადებას შეძლებს.
„ ვაღიარებ რომ აიტი სპეციალისტების დეფიციტი არსებობს, მით უფრო თანამედროვე გამოწვევების პარალელურად, როცა სტრუქტურები, დაწესებულებები სწორედ ქსელურ მუშაობაზე არიან გადასულები და უსაფრთხოების მხრივ მოთხოვნები იზრდება“ – აცხადებს კომპიუტერული აკადემიის ხელმძღვანელი ქალბატონი ნათია შათირიშვილი.
ყოველწლიურად, მსოფლიოში Cisco–ს ქსელური აკადემიების ასობით ათასი სტუდენტი ახდენს საკუთარი ცოდნის დონის გაღრმავებასა და ახალი უნარ–ჩვევების შეძენას კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და მართვის სფეროში. ეს ერთის მხრივ ხელს უწყობს მათი კარიერული პერსპექტივების გაფართოებას და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელების პროფესიონალებზე გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ცისკოს მიმართულებით აკადემია სოციალურად დაუცველ და დევნილი მოსახლეობას პირველ რიგში მიღებს.
კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის საქმიანობა ხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით: რაც ყველაზე მთავრია უნდა გვახსოვდეს რომ კურსის ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ Cisco–ს ინსტრუქტორებს, რომლებიც ჩვენ შემთხვევაში გადაამზადდნენ ჩვენივე დაფინასებით შემდგომი დასაქმების გარანტიით.
ასევე კურს უძღვებიან მოწვეული Cisco–ს სპეციალისტები.

1.მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
2.სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
3.საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მომზადება და განხორციელება; ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

მსმენელები შემდეგი მიმართულებებით გადიან სწავლებას; 3 ძირითადი კურსი ესენია: IT essentials; CCNA Discovery; CCNA Exploration. არჩეული კურსის მიხედვით კურსის დამთავრების შემთხვევაში სტუდენტი ხდება: IT ტექნიკოსი (soft. hard. support); ქსელის 1 დონის ადმინისტრატორი (small and medium size network administrator) ან ქსელის 2 დონის ადმინისტრატორი (medium and enterprise size network administrator) ჩვენ აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელი არ არის კომპიუტერის მაღალ დონეზე ცოდნა, სწავლის დაწყებამდემსმენელი გაივლის გასაუბრებას აკადემიის ინსტრუქტორთან, რომელიც გირჩევთ თუ რა საფეხურიდან დაიწყოთ სწავლება.
მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა ასევე შეისწავლოს შემდეგი სპრციალობები:
კომპიუტერული არქიტექტურა
•ოპერაციული სისტემები
•ინფორმაციული უსაფრთხოება
•კომპიუტერული სისტემები და ქსელები
•პორტატული კომპიუტერული სისტემები
•მონაცემთა ბაზები
•პროგრამირება
•ადმინისტრირება
Cisco IT Essentials
CISCO CCNA
•ვებ-აპლიკაციების დაპროგრამება
•WEB პროგრამირება
პროექტების მართვა
•გრაფიკა-ანიმაცია
არქიტექტურა/დიზაინი
საოფისე პროგრამები
კურსი java პროგრამირებაში.
გრაფიკა ანიმაცია
არქიტექტურა და დიზაინი .
სასწავლო კურსის ხანგძლივობა დამოკიდებულია კურსის დონესა და სახეობაზე (სასწავლო კურსის ხანგძლივობა მერყეობს 2 თვე დან 10 თვემდე) .