You are currently viewing საერთაშორისო განათლების აკადემიამ ბიდისი და დავით აღმაშენებლის აკადემიამ შვეიცარიაში ყველაზე დიდ ორ მულტიპროფილურ კლინიკას შორის

საერთაშორისო განათლების აკადემიამ ბიდისი და დავით აღმაშენებლის აკადემიამ შვეიცარიაში ყველაზე დიდ ორ მულტიპროფილურ კლინიკას შორის

diaconis-სსა და კლინიკა Saperta -სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერეს . მემორანდუმის მიზანი ორი აკადემიის საექთნო საქმის კურსდამთავრებულ მსმენელთა სტაჟირების და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობაა. მხარეები ვალდებულები არიან , ითანამშრომლონ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს, როგორც კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას, ასევე ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ურთიერთ სანაცვლო ვალდებულებების შესრულებას.

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი და დავით აღმაშენებლის აკადემია მუდმივად ზრუნავენ კადრების განათლების და კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე.რათა ხელი შეუწყონ შემდგომი თაობების განათლებას მათი შემდგომი დასაქმების მიზნით. შვეიცარიის ორი ყველაზე დიდი კლინიკა ;

diaconis და Saperta რამდენიმე დეპარტამენტებს აერთიანებს. რომელიც შექმნილია JCI (Joint Commission International) სტანდარტების შესაბამისად, და სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს, შვეიცარიაში .

ეს ორი აკადემია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ხარისხის განვითარების და შენარჩუნების პროცესში მონაწილეობას ,მსმენელთა სტაჟირებასა და მათ დასაქმებას მაღალანაზღაურებად კლინიკებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.