პიროვნული განვითარების ტრენინგი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

კურსის დასახელება: პიროვნული განვითარების ტრეინინგი

კურსი მოიცავს სამოტივაციო წერილის და რეზიუმეს შედგენას, გასაუბრების ტექნიკების გაცნობას.

კურსის მიზანია - დაინტერესებულ პირებს და სამუშაოს მაძიებლებს მისცეს შესაძლებლობა და საშუალება მარტივად და ეფექტურად გაიარონ გასაუბრებები პოტენციურ დამსაქმებლებთან, ასევე მათი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი იყოს მორგებული თანამედროვე სტანდარტებს და პასუხობდეს სამუშაოს სპეციფიკას.

კურსი მოიცავს:

  • შესავალი გასაუბრების ტექნიკებში
  • ქართული და მსოფლიო შრომითი ბაზარი
  • სამუშაოს მაძიებელთა პლათფორმები
  • რეზიუმეს შედგენა
  • სამოტივაციო წერილის შედგენა
  • კარიერული დაგეგმარება
  • ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სამუშაოს ძიების პროცესში

აქტივობები კურის ფარგლებში:

კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის შემდეგ მსენელები გაივლიან სიტუაციურ ჯგუფურ დავალებებს.

სიტუაციური სწავლება / ჯგუფებში მუშაობა რომელიც გულისხმობს დაწვრილებით დისკუსიას რეალური სიტუაციის გამოყენებით –რაც ნიშნავს  მასალის დამოუკიდებლად შესწავლას, ანალიზს, დისკუსიასა და გამოცდილების გაზიარებას, გადაწყვეტილების მიღებას და გადაწყვეტილების სხვებისათვის მოხსენებას.

სიტუაციური სავარჯიშოები ხელს უწყობს მონაწილეებს, ღრმად ჩასწვდნენ სწავლების შინაარსს; გადაწყვეტილების მიღების, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობების განვითარებას; აზიარებს მართვისა და ხელმძღვანელობის პრინციპებს; აყალიბებს ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევას.

კურის მიწურულს მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონთ სიმულაციურ სავარჯიშოებში.

სიმულაცია სწავლების მეთოდია, რომელიც გულისხმობს აღჭურვილობის გამოყენებას ან სიტუაციებს, რომლებიც იმეორებს ან განასახიერებს რეალურ ცხოვრებას.

აღნიშნული სავარჯიშობი ხელს შეუწყობს მსმენელებს გაიუმჯობესონ :

თავდაცვის უნარები.

 კომპლექსური სიტუაციების მართვა (ტექნიკა, ტაქტიკა, გადაწყვეტილების მიღება);

რისკისა და რთული სიტუაციების მართვა.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ორ ენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

What You'll Learn