
კლასიკური და ინექციური კოსმეტოლოგია
თქვენ შეისწავლით სამედიცინო ესთეტიკის მოწინავე, როგორც ინექციურ, ისე აპარატურულ მეთოდებს. მიიღებთ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემთ დასაქმდეთ, როგორც სპეციალისტი, ისე თავად შექმნათ ორგანიზაცია, სადაც შეძლებთ შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურებების გაწევას.
კლასიკური და აპარატურული კოსმეტოლოგიის შემსწავლელი კურსი მოიცავს ;
კოსმეტოლოგია როგორც მეცნიერება, კოსმეტოლოგიის მოკლე ისტორია,
ანატომიის და ფიზიოლოგიის საფუძვლები,
(თეორია) სახის კუნთები, ვენები, არტერიები, ლიმფოკვანძები, კანის ტიპები, დერმატოლოგიის საფუძვლები, კანის აგებულება, კანის ფენები და მათი სტრუქტურა, კანის ფუნქციები, ფერიჭამელები, როზაცეა, დემადეკოზი კოსმეტოლოგიაში, გამოყენებადი საშუალებები.
კოსმეტოლოგიური მასაჟი,
გაწმენდა, მინერალური წმენდა, ვაკუუმური წმენდა, ულტრაბგერითი წმენდა.
აპარატურული კოსმეტოლოგია, კანის დიაგნოსტიკა, კოსმეტოლოგიური კომბაინი, ბრაშინგი, დარსონვალიზაცია, ფოტო-ლაზერული ეპილაცია, ფონოფორეზი, მიკროდერმოაბრაზია, ელექტროეპილაცია, ბიოეპილაცია, პარაფინოთერაპია, წარბების კორექცია და წამწამების დაგრძელება.
ნაოჭების საწინააღმდეგო არაინექციური პროფესიონალური ხაზი, აკნეს სამკურნალო ხაზი, კაპილარების მოსაშორებელი სამკურნალო ხაზი, პილინგები როგორც ქიმიური ასევე ფერმენტული.
პიგმენტაციისა და კანის ზედაპირზე წარმოქმნილი არასასურველი დანამატების მკურნალობა, წამწამების ლამინირება.
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, თეორია და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს პარალელურად,
ინექციური კოსმეტოლოგიის შემსწავლელი სერტიფიცირებული კურსი
ფილერებით მუშაობა:
ტუჩის მოდელირება ფილერით თეორია, პრაქტიკა.
ცხვირ-ტუჩის ნაოჭის მოდელირება. თეორია, პრაქტიკა.
თვალის გარშემო ნაოჭების მოდელირება. თეორია, პრაქტიკა.
გართულებები და მათი მართვა.
ბოტოქსთან მუშაობა:
ბოტოქსის ჩატარების ტექნიკა.
გართულებები.
კურსის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. აკადემიის წარმატებული კურსდამთავრებულებს გაეწევათ დასაქმების რეკომენდაცია აკადემიის პარტნიორ მედიცინის ცენტრებში.
რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.
შენიშვნა: სახელმწიფო რეგულაციით, ინექციური კურსით სამომავლოდ დასაქმება შეუძლია მხოლოდ მათ, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს.
კურსზე რეგისტრაცია
(შეავსე ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)
[wpforms id="3360" title="false"]