კლასიკური და ინექციური კოსმეტოლოგია

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

ესთეტიკური კოსმეტოლოგიის სპეციალისტი  ( სახელმწიფოს მიერ  ავტორიზირებული  პროგრამა)

პროგრამა: ესთეტიკური კოსმეტოლოგია - სახის კანის მოვლა

პროგრამის სახე: პროფესიული მომზადება

პროგრამის მიზანი: კურსდამთავრებულმა შეძლოს ესთეტიკური კოსმეტოლოგიური მომსახურების საბაზისო პროცედურების, ასევე სახის და ზურგის არის კოსმეტოლოგიური მასაჟის დაგეგმვა-განხორციელება, მათდამი დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: საბაზო განათლება

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  •  ესთეტიკური კოსმეტოლოგიური  პროცედურების მომსახურება:
  • კანის ზედაპირული წმენდა,
  • კანის დატენიანება - გამკვრივება;
  • კანის აღდგენა - გაახალგაზრდავება;
  • სახის და ზურგის არის კოსმეტოლოგიური მასაჟი (კლასიკური, პლასტიკური, აპარატული).

 შემსწავლელი კურსი მოიცავს ;

ანატომიის და ფიზიოლოგიის საფუძვლები,

(თეორია) სახის კუნთები, ვენები, არტერიები, ლიმფოკვანძები, კანის ტიპები, დერმატოლოგიის საფუძვლები, კანის აგებულება, კანის ფენები და მათი სტრუქტურა, კანის ფუნქციები, ფერიჭამელები, როზაცეა, დემადეკოზი კოსმეტოლოგიაში, გამოყენებადი საშუალებები.

 კოსმეტოლოგიური მასაჟი,

გაწმენდა, მინერალური წმენდა, ვაკუუმური წმენდა, ულტრაბგერითი წმენდა.

აპარატურული კოსმეტოლოგია, კანის დიაგნოსტიკა, კოსმეტოლოგიური კომბაინი, ბრაშინგი, დარსონვალიზაცია, ფოტო-ლაზერული ეპილაცია, ფონოფორეზი, მიკროდერმოაბრაზია, ელექტროეპილაცია, ბიოეპილაცია, პარაფინოთერაპია, წარბების კორექცია და წამწამების დაგრძელება.

 ნაოჭების საწინააღმდეგო არაინექციური პროფესიონალური ხაზი, აკნეს სამკურნალო ხაზი, 

პიგმენტაციისა და კანის ზედაპირზე წარმოქმნილი არასასურველი დანამატების მკურნალობა, წამწამების ლამინირება.

გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი  სერთიფიკატი.

ინექციური კოსმეტოლოგიის  შემსწავლელი  სერტიფიცირებული კურსი

ფილერებით მუშაობა:

ტუჩის მოდელირება ფილერით თეორია, პრაქტიკა. 

ცხვირ-ტუჩის ნაოჭის მოდელირება. თეორია, პრაქტიკა.

თვალის გარშემო ნაოჭების მოდელირება. თეორია, პრაქტიკა.

გართულებები და მათი მართვა.

ბოტოქსთან მუშაობა:

ბოტოქსის ჩატარების ტექნიკა.

გართულებები.

კურსის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი  და  სარეკომენდაციო  წერილი. აკადემიის წარმატებული კურსდამთავრებულებს გაეწევათ დასაქმების რეკომენდაცია აკადემიის  პარტნიორ მედიცინის ცენტრებში.

რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.

შენიშვნა: სახელმწიფო რეგულაციით, ინექციური კურსით სამომავლოდ დასაქმება შეუძლია მხოლოდ მათ, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს.

 

კურსზე რეგისტრაცია (შეავსე ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით) [wpforms id="3360" title="false"]

What You'll Learn