15 ივნისს, 18 საათზე, სასტუმრო რედისონში გაიმართა დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიისა და საერთაშორისო განათლების აკადემია ,,ბიდისი’’-ის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია. თემაზე: „განათლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“
ღონისძიებაზე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია და საქველმოქმედო საღამო.
გამოფენა- გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხა ლეიკემიით დავადებულ ბავშთა ფონდში.
პროექტის მთავარი მიზანი გხლავთ უმოკლეს დროში, ხარისხიანად და ეფექტურად დავნერგოთ დასაქმებაზე ორიენტირებული სწავლება, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას .
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, საჯარო მოხელეები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები.
მოწვეულმა სტუმრება სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პროექტის ორგანიზატორებს და წარმატებები უსურვეს პროექტს.