You are currently viewing 2022 წლის 30 მარტს საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისიმ კიდევ ერთი წარმატებული მემორანდუმი გააფორმა

2022 წლის 30 მარტს საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისიმ კიდევ ერთი წარმატებული მემორანდუმი გააფორმა

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის რექტორს ნათია   შათირიშვილსა  და კომპანია GLI-ის დირექტორს გიორგი აბაშიძის შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტენდენციის დამკვიდრების ხელშეწყობა მოხდება.

თანამშრომლობის ფარგლებში სტუნდეტების და კურსდამთავრებულების სტაჟირების პროგრამის უზრნვლყოფა  და  არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მათთვის საჭირო პროფესიული უნარების შეძენასა და გადამზადებაში დაეხმარება აუცილებელია,  ამიტომ საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი და კომპანია ,,GLI“ შესაძლებლობას აძლევს  სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ კომპანიის მმართველობაში არსებულ სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში.

პროგრამა ყოველწლიურად განხორციელდება, აკადემიის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტების სტაჟირება აპრილისა და ოქტომრის თვეში, 1 თვიდან 6 თვემდე გამოსაცდელი ვადით.

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის რექტორი – ნათია შათირიშვილი: მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას სტუდენტებს  პროფესიული უნარების განვითარებაში ხელი შევუწყოთ და შემდგომ დავასაქმოთ. აკადემია მზად არის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის და სამუშაოს მსურველთა შორის შრომის ბაზარზე უკეთ ორიენტირების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებისთვის აქტიურად იმუშაოს.

,,GLI“ დირექტორი- გიორგი აბაშიძე: პროგრამის მიზანია, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა მომსახურების სფეროში, კომპანიის მიერ დადგენილი სტანარტების შესაბამისად მიიღონ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილება.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი უკვე მრავალი წელია  სხვადსვხა კომპანიებს მუდმივად აწვდის გადამზადებულ და პროფესიულ კადრებს. უკვე აკადემიის ხელშეწყობით 500-ზე მეტი კუსდამთავრებული დასაქმდა.