You are currently viewing 18-24 მარტს საერთაშორისო მასშტაბით ფულის გლობალური კვირეული აღინიშნება, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეათედ შეუერთდება.

18-24 მარტს საერთაშორისო მასშტაბით ფულის გლობალური კვირეული აღინიშნება, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეათედ შეუერთდება.

💫 18-24 მარტს საერთაშორისო მასშტაბით ფულის გლობალური კვირეული აღინიშნება, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეათედ შეუერთდება.
💫 ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმის, www.finedu.gov.ge – ფინედუს ორგანიზებით ახალ საგანმანათლებლო კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ფინედუს მიერ მომზადებული ტრენერები ვაკო ყორღანაშვილის ორგანიზებით საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის ესტუმრნენ და ჩვენი სტუდენტებისათვის ფინანსური განათლების თემებზე ტრენინგი ჩაატარეს.
💫 ტრენინგი ჩატარდა და განხილული იქნა ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხი: დაზოგვა, ბიუჯეტირება, ფინანსური უსაფრთხოება.
💫 ზემოაღნიშნული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო, ნაყოფიერი და ინფორმაციული გახლდათ. ტრენინგის მიმდინარეობისას სტუდენტებს გადაეცათ სახელმძღვანელოები და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
💫 აქვე, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მიმდინარეობისას არამხოლოდ თეორიული ინფორმაციის გაზიარება მოხდა სტუდეტთათვის, არამედ დაკომპლექტებული გახლდათ საკმაოდ საინტერესო, აქტიური და შემეცნებითი პრაქტიკული აქტივობებით.
💫 საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia-ს, FinEdu – ფინედუ-სა და Vako Korghanashvili-ს ასეთი საინტერესო და ღირებული ტრენინგის ორგანიზებისა და წარმატებით წარმართვისათვის.