You are currently viewing ბიდისი-სა და კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ მულტიპროფილურ ლაბორატორია „მეგა-ლაბს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბიდისი-სა და კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ მულტიპროფილურ ლაბორატორია „მეგა-ლაბს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

 მიმდინარე წლის, 20 ივლისს საერთაშორისო განათლების ბიდისი-სა და კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ მულტიპროფილურ ლაბორატორია  „მეგა-ლაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. მემორანდუმის თანახმად, ხელშეკრულების  მიზანი აკადემიის საექთნო საქმის კურსდამთავრებულების მსმენელების სტაჟირების და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობაა. მხარეები ვალდებულები არიან ითანამშრომლონ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს, როგორც კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას, ამასთანავე ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ურთიერთ სანაცვლო ვალდებულებების შესრულებას.

 შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ 2006 წლიდან წარმატებით ახორციელებს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას. ამ დროის მანძილზე, ბიდისიმ მნიშვნელოვნად გაზარდა პროფესიული განათლების მნიშვნელობა და ხელი შეუწყო საზოგადოებივი აზრის ჩამოყალიბებას, პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ მუდმივად ზრუნავს კადრების განათლების დონის ამაღლებაზე, „მეგა-ლაბი“ კი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზეა ორიენტირებული. ამასთან, ორივე მათგანი ხელს უწყობს შემდეგი თაობების აღზრდას, სტუდენტების განათლებას და შემდგომ, მათ დასაქმებას.

 „მეგა-ლაბი“ კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა, რომელიც კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს აერთიანებს. ლაბორატორია შექმნილია JCI (Joint Commission International) სტანდარტების შესაბამისად, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს, ამერიკის შეერთებულ შტატებში. „მეგა-ლაბის“ შექმნაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც მომავალშც აქტიურად გააგრძელებენ ხარისხის განვითარების და შენარჩუნების პროცესში მონაწილეობას. მეგალაბი წარმოადგენს ლაბორატორიულ ჰიპერმარკეტს, რომელიც მუდმივად ზრუნავს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტრეინინგების დახმარებით. ამასთან, მეგა-ლაბი ხელს უწყობს შემდეგი თაობების აღზრდას, სტუდენტების და რეზიდენტების განათლებას და მათ დასაქმებას, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ფარგლებში. 2019 წლის იანვრიდან ლაბორატორიასთან უკვე თანამშრომლობს 100-მდე სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, წამყვანი ჰოსპიტალები. დღეს უკვე მეგალაბი ემსახურება დღეშ 3000-ზე მეტ პაციენტს, თუმცა ლაბორატორიის შესაძლებლობები აღემატება წეილაწდშ 6 მილიონამდე სხვადასხვა პროფილი ტესტის წარმოებას.

 შეგახსენებთ, რომ მეგა-ლაბს ფილიალები ბათუმსა და თბილისში აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიდისი აკადემიის მსმენელები მეგა-ლაბის ლაბორატორიაში სტაჟირებას და დასაქმებას თბილისსა და ბათუმში შეძლებენ.