18-24 მარტს საერთაშორისო მასშტაბით ფულის გლობალური კვირეული აღინიშნება, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეათედ შეუერთდება.
ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმის, www.finedu.gov.ge – ფინედუს ორგანიზებით ახალ საგანმანათლებლო კამპანია იწყება, რომლის ფარგლებშიც, ფინედუს მიერ მომზადებული ტრენერები საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის ესტუმრებიან და მათი სტუდენტებისათვის ფინანსური განათლების თემაზე ტრენინგს ჩაატარებენ.
-ვისთვისაა განკუთვნილი ტრენინგები და რა საკითხები იქნება განხილული?
ტრენინგი ჩაუტარდებათ სასწავლებლის სტუდენტებს და განხილული იქნება ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხი: დაზოგვა, ბიუჯეტირება, ფინანსური უსაფრთხოება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკითხები გადმოცემული იქნება საბაზისო დონეზე და საინტერესო იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ საკითხებს პროფესიულ დონეზე არ სწავლობენ.
-რა მასალა გადაეცემათ ტრენინგის მონაწილე სტუდენტებს ტრენინგის შემდეგ?
სტუდენტებს გადაეცემათ საგანმანათლებლო მასალა (ბროშურები) და ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
-რა ფორმატით ჩატარდება ტრენინგები?
ტრენინგის ხანგრძლივობად გათვალისწინებულია 3-4 საათი, ტრენინგი ჩატარდება სასწავლებლის მიერ გამოყოფილ აუდიტორიაში, სასწავლებლის მიერვე მოწვეული სტუდენტებისათვის. ტრენინგი ითვალისწინებს ჯგუფურ სამუშაოებს და მონაწილეებთან ინტერაქციას.
-როდის ჩატარდება ტრენინგები?
21 მარტს, 15:00 ზე.
-ვინ ჩაატარებს ტრენინგებს?
ტრენინგებს ჩაატარებენ ფინედუს მიერ გადამზადებული ტრენერები, ფინედუს მიერ შემუშავებულ ტრენინგმოდულებზე დაყრდნობითა და ფინედუს საგანმანათლებლო მასალებით.
-რამდენი სტუდენტი შეიძლება დაესწორს ტრენინგს?
ტრენინგი განკუთვნილი და ადაპტირებულია 20-კაციანი ტრენინგჯუფისათვის, შესაბამისად, გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია.
დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული იხილეთ ბმულზე: