You are currently viewing ნათია შათირიშვილი ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონა 2019 -ის ტიტულს მიიღებს

ნათია შათირიშვილი ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონა 2019 -ის ტიტულს მიიღებს

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის დამფუძნებელი ნათია შათირიშვილი გურიაში გურიაში,  მშობლიურ სკოლაში როგორც საზოგადოების საპატიო და წარმატებული წარმომადგენელი სტუმრად მიიწვიეს.

ნათია შათირიშვილი: ,,სკოლა რომელიც დავამთავრე  ნიკო ბერძენიშვილის სახელობის  არის. მიმიწვიეს როგორც წარმატებული მათი სკოლა დამთავრებული. საუბარი შეეხებოდა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს, სამომავლო  პროექტებს, აღსანიშნავია ის, რომ  სკოლა საჭიროებს მატერიალურ დახმარებას, რათა  ქოდეთ ბიბლიოთეკა, შშმ პირთა  გადაადგილებისათვის  საჭირო  ადაპტირებული გარემო, სკოლას  არ  გააჩნია სასადილო  ოთახი და  გახანგრძლივებული  ჯგუფები, რაც იწვევს  სკოლის  საარსებო   პირობების არ  ქონას, სკოლას  ყავს  ათეულობით მაღალი აკადემიური  მოსწრების  მქონე  მოსწავლე, რომლებიც  გამოირჩევიან მოტივაციითა და მიზანდასახულობით, რაც ვფიქრობ რომ სკოლის  დირექტორის ქ-ნ მაია გოგიბერიძისა და სკოლის  თითოეული მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მეტად  ამაღელვებელი  იყო  როგორც ვფიქრობდი  ჩემთვის  სკოლის სტუმრობა სადაც  წერა  კითვა  შევისწავლე,სადაც მეგობრობა, სამშობლოსა და  ქვეყნის  ერთგულება ჩამინერგეს სულში“

საერთაშორისო განათლების აკადემია  ბიდისიმ ქალბატონ ნათია შათირიშვილის ხელმძღვანელობით  წარმატებულ მოსწავლეებს  სერთიფიკატები და  უფასო სწავლების  ვაუჩერები დაურიგა.  . ნათია შათირისვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის  ქ-ნ  ინგა კურტანიძეს , რომელმაც დაგეგმა სტუმრობის ორგანიზება, შეხვედრა ამავე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით შესანიშნავი ღონისძიებით დამთავრდა.

შეგახსენებთ , რომ ნათია შათირიშვილი საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2019 -ზე ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის გახლავთ წარდგენილი.

მისი რეგალიები კი ასე გამოიყურება:  საქველმოქმედო ფონდი იმედი ემიგრანტებთან ერთად დამფუძნებელი და დირექტორი, საერთაშორისო იტალიური  ასოციაცია აკლის წარმომადგენელი საქართველოში, ემიგრანტთა სახლის დამფუძნებელი და დირექტორი, საერთაშორისო განათლების აკადემია ბი დი სი დამფუძნებელი და დირექტორი, აიპი ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო ერთ ერთი დამფუძნებელი. ასევე არის საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა განატლების სამსახურის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი საზოგადოების განხორციელებული აქვს სოციალური საგანმანათლებლო პროექტები მრავალშვილიანი, მარტოხელა  დედებისთვის ასევე იძულებით გადაადგილებული და ემიგრანტი ოჯახებისათვის, ასევე ჩატარებული აქვს საქველმოქმედო ღონისძიებები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის,  მიღებული აქვს ქველმოქმედთა დღის ჯილდო- სამადლობელი.