დღეს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე : ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები და ტექნიკა, ორგანიზაციის ურთიერთქმედების თავისებურებები საგადასახადო და სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან. სიახლეები საგადასახადო კანონმდებლობაში. რომელიც საგადასახადო სისტემაში ცვლილებებს შეეხებო,
სემინარის ჩატარება საგადასახადო საკითხებში ხშირად დასმული კითხვების გამო გადაწყდა.ტრეინინგს უძღვებოდა საბუღალტრო კომპანია ანაგელის დამფუძნებელი მთავარი ბუღალტერი, საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის საბუღალტრო საქმის კურსის კოორდინატორი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აუდიტორი ირკალი ყორღანაშვილი. რომელმაც მაქსიმალურად ამომწურავად უპასუხა საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს.ტრეინინგი ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობის საფუძველზე.
შეხვედრის მიზანი იყო, მოქმედ ბუღალტერთა და კომპანიის ხელმძღვანელთა ცოდნის გაღრმავება საბუღალტრო საქმიანობაში.
მოგეხსენებათ, ბიდისი აკადემია ზრუნავს საზოგადოების განათლებაზე უკვე 15 წელია. ტრეინიგნის მიმდინარეობისას აკადემიამ მოწვეულ მსმენელებს სერთიფიკატები გადასცა.
ბიდისი აკადემია 2007 წლიდან კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს სთავაზობს თბილისი,ბათუმი,ქუთაისი გორისა და თელავის ფილიალებში.