,,უამრავ სამადლობელ წერილს ვიღებთ“ – ბი დი სი აკადემია ემიგრანტებისთვის

ბი დი სი აკადემია ემიგრანტებისთვის

მსოფლიოში მიმდინარე პანდემიამ ბევრ სრთულესთან ერთად ქართველებს კარგი საქმის კეთების საშუალებაც მოგვცა. ამ მხრივ გამორჩეული აღმოჩნდა ევროპული განათლების აკადემია ბიდისი და მისი ხელმძღვანელი ქალბატონი ნათია შათირიშვილი, რომელმაც ონლაინ სწავლის მეთოდზე დაყრდნობით სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგ კურსები სხვადასხვა პროფესიული პროგრამების მიმართულებით , ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის შეიმუშავა. ,,ზუმის“ მეშვეობით დღეს აკადემის ლექტორები სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს პროფესიულ ლექციებს მათთვის სასურველ დროს უტარებენ. ნათია შათირიშვილის მიერ ემიგრანტებისთვის აქცენტები გაკეთდა ისეთ პროგრამებზე, როგორებიცაა საექთნო საქმე, ფარმაცია, ფსიქოლოგია, საკონდიტრო და კულინარია.

ნათია შათირიშვილი: ,,უკვე თითქმის ერთი წელია რაც ემიგრსნტებისთვის ონლაინ სალექციო კურსები დავიწყეთ, რითაც მათ მივეცით საშუალება ემიგრაციაში ყოფნის დროს პარალერულ რეჟიმში გაიღრმავონ ცოდნა მათთვის სასურველ პროფესიებში და ამავდროულად მიიღონ სწავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები. ეს ნაბიჯი ჩვენი აკადემიის მხრივ მათთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა. ემიგრანტებმა ჩვენთან გავლილი კურსის შემდეგ დაიწყეს დამატებითი სამუშაოები და ძალიან კმაყოფილები არიან. უამრავ სამადლობელო წერილს ვიღებთ მათი მხრიდან რაც ჩვენ გვაძლევს უფრო მეტ სტიმულს ვაკეთოთ ბევრი და კარგი საქმე მათთვის. გეტყვით, რომ ტრენინგები მორგებულია მათ სამუშაო გრაფიკზე, მათთვის სასურველ დროს ტარდება იგი.“

ემიგრანტი რუსუდან. გ. – ,,არაჩვეულებრივი ქალბატონია აკადემიის ფარმაციის ლექტორი ქალბატონი ქეთი, ძალიან კარგად ხსნის ლექციას, ვალიდოლივით მამშვიდებს მისი საუბარი. ძალიან განათლებულია თავის პროფესიაში. ასევე მინდა ვთვა, რომ ჩემი ჯგუფი რომელებსაც დილის საათებში გვიტარდება ლექციები ძალიან მომოწონს.“
ემიგრანტი თამარ. ლ. – ,, მინდა მადლიერება გამოვხატო, თქვენი აკადემიის მიმართ და ლექტორ ქალბატონი ჟანას მადლობა გადავუხადო ასეთი სწორედ შერჩეული ტრენინგისთვის, მე საჯარო გამოსვლების ტრენნიგის მხოლოდ ოთხი საათი გავიარე და უზომოდ კმაყოფილი ვარ. ამ ლექციების შემდეგ გასაუბრება წარმატებით გავიარე და სამსახურიც დავიწყე. „
ემიგრანტი ელენე.ნ. – ,,მადლობამ მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო ნათია ასეთი კარგი პროექტისთვის, საუკეთესო პედაგოგები გყავთ,
ევროპული განათლების აკადემია ბიდისი ასევე ახორციელებს დასაქმება სტაჟირების ოფიციალურ პროგრამებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ,მათ სორის გერმანიაში, იტალიაში, ისრაელში, რომელიც პანდემიური მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებულია, თუმცა მისი დასრულების შემდგომ აკადემია კვლავაც განაახლებს ამ მიმართულებით მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ ევროპული განათლების აკადემია ბიდისი უკვე თოთხმეტი წელია მოღვაწეობს საგანმანათლებლო ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში აკადემიამ შეძლო ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნება და იგი ერთ ერთ ლიდერ პოზიციაზეა ამ სფეროში.
აკადემიას გააჩნია ერთი სათაო სასწავლო ოფისი თბილისში და ოთხი ფილიალი ქუთაისში, გორში, თელავსა და ბათუმში.
დაინტერესებულ პირებს შეგიძვლიათ ეწვიოთ ბიდისი აკადემიის ვებ გვერდს
bdc-academy.ge ან დარეკოთ 593 25 25 08.