You are currently viewing შეისწავლე მომავლის პროფესია CTA აკადემიაში

შეისწავლე მომავლის პროფესია CTA აკადემიაში

 ციფრული ტექნოლოგიების ხანაში, რთულია თავი აარიდო თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს. იშვიათად თუ შევხვდებით მოზარდს, რომელიც კომპიუტერით დაინტერესებული არ არის. ეს კი აღვივებს სურვილს, უფრო მეტად ჩასწვდნენ და გაიღრმავონ ცოდნა ტექნოლოგიური საშუალებების მიმართ. სწორედ ეს სურვილი განაპირობებს, „მომავლის“ პროფესიის მოთხოვნადობის გაზრდას. 

 კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია CTA, რომელიც 2006 წლიდან იღებს სათავეს და წარმატებით ასრულებს საგანმანათლებლო მისიას, აცხადებს მიღებას IT-პროგრამირებაზე. ამ წლების განმავლობაში, აკადემია ორიენტირებულია ადამიანების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე. უამრავი კურსდამთავრებულებისა და დასაქმებულების წარმატება მეტყველებს იმაზე, რომ აკადემია ერთ-ერთი მოწინავეა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მხრივ.

 პროფესიული განათლების მიღება უმნიშნელოვანესია თითოეული ადამიანის კარიერისთვის. ეს არის  გზა, რომელიც საშუალებას გაძლევთ განვითარდეთ და დასაქმდეთ თქვენთვის სასურველ პოზიციაზე. IT სპეციალობის შესწავლა კი შანსია, იყოთ მოთხოვნადი და სასურველი კადრი ნებისმიერი დამსაქმებლისთვის. აკადემიამ იცის, რა მოთხოვნები არის ბაზარზე, როგორი უნარ-ჩვევები და ცოდნა სჭირდება პროფესიონალ თანამშრომელს.

 21-ე საუკუნეს, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერაც შეგვიძლია ვუწოდოთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია CTA კი საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა ტექნოლოგიების სფეროში გაიღრმავოთ ცოდნა პროფესიონალი ლექტორებისა და პედაგოგების დახმარებით. რადგანაც, სამყარო ასე სწრაფად ვითარდება, დროა აუწყო ფეხი მას და დაეუფლო მომავლის პროფესიას IT-პროგრამირებას, რომელიც გახდება შენივე მომავლის გზამკვლევი.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ვებ-გვერდს: https://ctaedu.ge

საკონტაქტო ტელ: +995593000684

მისამართი: თბილისი, დ.აღმაშენებელის #172,

                       გორი, გარსევანიშვილის #3,

                       ქუთაისი, 9 აპრილის #2

                       თელავი, აღმაშენებლის #14

                       ბათუმი, 26 მაისის #33