ჩვენ გამოგვცადა დრომ!

გერმანიაში ანზღაურებადი სტაჟრების მსურველებს “ბიდისი” ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

ევროპული განათლების აკადემია “ბიდისი” მსმენელებს შესაძლებლობას აძლევს  პროფესიულ განათლებას დაეუფლონ გერმანიაში.

ტურიზმის ადმინისტრირების, კულინარიის, ბარმენისა და საექთნო საქმით დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟრება.


გერნამიაში სწავლება ხდება დუალური მეთოდის მიხედვით. ეს ნიშნავს , რომ სწავლება ხდება სასტუმროსა და რესტორნის კომპლექსში (75%) და კოლეჯში (25%). ასევე , მინდა შგახსენოთ , რომ გერმანული პროფესიული განათლება აღიარებულია მთელ მსოფლიოში.
პროექტში მონაწილეობისათვის მსმენელს სჭირდებათ გერმანჯული ენის A2 დონეზე ცოდნა. თუ გამგზავრების მსურველი არ ფლობს გერმანულს შესაბამის დონეზე, მათ შეუძლიათ შეისწავლოთ ენა ჩვენთან“-განმარტავს ევროპული განათლების აკადემია “ბიდისის” ხელმძღვანელი ნათია შათირიშვილი. 

“ბიდისის” წარმომადგენელთა ინფორმაციით, მსმენელები გაივლიან ანაზღაურებად პრაქტიკას 4-5 ვარსკვლავიან სასტუმრო-კომპლექსში. კვირაში 5 დღე დაეთმობა პრაქტიკას და სწავლებას. ეს იქნება 8 სამუშაო საათი და კვირაში ორი დასვენების დღე.


ანაზღაურებადი შვებულება შესაძლოა გამოიყენონ წელიწადში4 კვირით. ასევე მიიღებენ დაზღვევის სრულ პაკეტს .
ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს:


სწავლების l წელი = 400 ევროს (ხელზე ასაღები თანხა ) თვიურად .
სწავლების ll წელი= 450 ევროს (ხელზე ასაღები თანხა ) თვიურად.
სწავლების lll წელი =500 ევროს (ხელზე ასაღები თანხა ) თვიურად .

აღსანიშნავია , რომ კოლეჯში მიღებული ნიშნები , არ იქონიებს რაიმე გავლენას სტიპენდიის მიღებაზე. სტიპენდიის გარდა , ასევე ექნებათ თანხის გამომუშავების ორი გზა. იმის გათვალისწინებით , რომ წარჩინებით შეასრულებს მსმენელი დაკისრებულ სამუშაოს, ის მიიღებს დამატებით 10 ევროს დღეში. ეს შეადგენს , დაახლოებით 250 ევროს თვეში. ამის გარდა, აქვთ შესაძლებლობა , შეასრულონ დამატებითი სამუშაო კვირაში 10 საათი, ანუ თვეში 40 საათი. 

სწავლების l წელი = 1000 ევროს (ხელზე ასაღები თანხა) თვიურად.
სწავლების ll წელი = 1050 ევროს (ხელზე ასაღები თანხა ) თვიურად.
სწავლების ll წელი = 1100 ევროს ( ხელზე ასაღები თანხა) თვიურად.

სოციალურ პაკეტში შედის :

კოლეჯი უზრუნველყოფს საცხოვრებლის ხარჯს. განთავსება 2 ან 4 ადგილიან ოთახში და თითოეულ ოთახს ექნება საკუთარი სააბაზანო და სამზარეულო .
საცხოვრებელი იქნება ინტერნეტით უზრუნველყოფილი.


გერმანიაში გაგრძელდება გერმანული ენის შესწავლას 2 ან 3 წლის მანძილზე ,კვირაში 3 საათი.
კომპანია თავის თავზე იღებს ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას . როგორიცაა, მაგალითად, რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მუშაობისა და ცხოვრების ნებართვის სტატუსის მიღება და ა.შ.
ადგილები შეზღუდულია;

Close Menu