არაფორმალური განათლების აღიარება პირს აძლევს შესაძლებლობას მოახდინოს არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება, მიიღოს სრული კვალიფიკაცია (შესაბამისად სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან დააგროვოს კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად.
არაფორმალური განათლების აღიარების მიზანია არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება:
➢ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისთვის;
➢ პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის;
➢ სწავლის გაგრძელების ხელშეწყობისთვის;
➢ კვალიფიკაციის მინიჭების ხელშეწყობისთვის;
➢ დასაქმების ხელშეწყობისთვის;
➢ კარიერული ზრდის ხელშეწყობისთვის;
➢ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის.
2023 წლის 28 ივლისს ააიპ საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის მიენიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების ფარგლებში და ვადით. ეს პროგრამებია:
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, პრაქტიკული ბუღალტერია, ესთეტიკური კოსმეტოლოგიის სპეციალისტი, სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელ დაწესებულებაში.
 მაძიებელს (პირს, რომელსაც სურს არაფორმალური განათლების აღიარება) შეუძლია მუდმივად ღია ფანჯრის პრინციპით მიმართოს დაწესებულებას არაფორმალური განათლების აღიარების მოთხოვნით ზემოაღნიშნული პროგრამების ფარგლებში. არაფორმალური განათლების აღიარების მოპოვების განცხადების განხილვის საფასური შეადგენს 50 ლარს. იმ შემთხვევაში თუ მაძიებლის მიერ წარდგენილი არაფორმალური განათლების აღიარების მოპოვების განცხადება აკმაყოფილებს გათვალისწინებული ფორმალური დასაშვებობის მოთხოვნებს, მაძიებელისთვის სწავლის შედეგების აღიარების საფასური წარმოადგენს – 500 (ხუთას) ლარს. არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადების წარდგენა;
ბ) კონსულტირება/დოკუმენტირება;
გ) შეფასება;
დ) გადაწყვეტილების მიღება.
კომისიის გადაწყვეტილებით, შეფასების ეტაპი შეიძლება მოიცავდეს გამოცდას. არაფორმალური განათლების აღიარების დადასტურების შესახებ ბრძანების საფუძველზე დაწესებულების მიერ, მაძიებლის სახელზე გაიცემა:
➢ მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში – სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი
➢ მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების სრულად ვერდადასტურების შემთხვევაში – ცნობა დადასტურებული სწავლის შედეგების შესახებ
➢ მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების სრულად დადასტურების შემთხვევაში დაწესებულება გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს. მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების ნაწილობრივ დადასტურების შემთხვევაში, დაწესებულება არ გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.