ნიჭიერი ახალგაზრდებით საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ხოლმე ასე იყო ადრეც და ტრადიცია ახლაც რომ არ ირღვევა ამაში მარტივად დარწმუნდებით, როდესაც გაგაცნობთ ბიჭს, რომელიც მუდმივად წარმატების ძიებაშია. ვაკო ყორღანაშვილი 20 წლისაა და უკვე არა ერთი წარმატებული პროექტის მონაწილეა, ამ პროექტთაგან კი უმრავლესობა საერთაშორისო პოზიციის მატარებელია. არა ერთი ქვეყნის მონახულების შემდეგ ვაკო დარწმუნებულია, რომ საქართველოშიც უნდა დაინერგოს ყოველივე ის სიახლე და ინოვაციური პროექტი, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ხიბლს სძენს, პირველ რიგში კი ახალგაზრდათა აქტიური ჩართულობაა, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო საკითხებში. 2020 წელს ვაკო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, მან გადაწყვიტა საჯარო მმართველობის სპეციალობით გაეძლიერებინა სამომავლო გეგმები სწავლის პარალელურად ვაკო აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ღონისძიებებში, ის ასევე გახლავთ საქართველოს საპატრიარქო ჩოხოსანთა წევრის ტიტულის მატარებელი. საქართველოში არსებული სტუდენტური პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე; კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის ,,ცისკოს“ საერთაშორისო პროგრამების მენეჯერი; საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი-ს „ბიზნეს ადმინისტრირების“ ლექტორი და დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი. ალბათ ბევრს გაგიკვირდებათ და გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ მიაღწია ვაკომ 20 წლის ასაკში ამდენს-პასუხი მარტივია, ის პირველი კლასიდან დამოუკიდებლად შეუდგა საკუთარ თავზე ზრუნვას, მშობლებს განუმატა, რომ მისთვის თავისუფლება იყო უმთავრესი და ამ თავისუფლების საფუძველზე ვაკომ შეიძინა ის უნარ-ჩვევები, რომელმაც ნამდვილ პროფესიონალად აქცია. უამრავი გავლილი კურსისა და საერთაშორისო დონის სერთიფიკატების მფლობელმა, თავი ლექტორის ამპლუაშიც მოსინჯა და დღეს მას რამდენიმე ათეული მადლიერი სტუდენტი ჰყავს. ვაკო ყორღანაშვილი ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულზე ახალგაზრდული სამოქალაქო კლუბის შექმნისთვის და აქტივობებისთვის დაჯილდოვდა. იგი შესანიშნავად ფლობს უცხო ენებს, რაც ეხმარება მას სხვადასხვა ქვეყანაში გამოცხადებულ პროგრამებში მონაწილეობის მიღებისას. ამჟამად ის ერევანში საერთაშორისო პროგრამა „erasmus +” ფარგლებში იმყოფება მის შესახებ კი ორგანიზაცია „ ახალგაზრდა თაობა“ ასე წერს „გაიცანით ჩვენი გაცვლითი პროგრამის „digital youth work for social inclusion” პროექტის საქართველოს ჯგუფის წარმატებული მონაწილე და თანალიდერი ვაკო ყორღანაშვილი. მან მალევე გამოავლინა, როგორც გუნდურად ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარები და ლიდერული სულისკვეთება. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ძლევს საშუალებას ასეთ წარმატებულ ახალგაზრდებს წარმოაჩინონ თავიანთი თავი პროექტებში და წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა. წარმატებებს ვუსურვებთ მას და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“ ამრიგად, იცნობდეთ ვაკოს, ის საქართველოს ახალგაზრდა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია.