შინაარსიანი და გულთბილი შეხვედრა შედგა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძესა და ბიდისი აკადემიის ხელმძღვანელ ნათია შათირიშვილს შორის. საუბრის დროს განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების განვითარების საფუძველია.
მათი მთავარი მიზანია შეიქმნას და განხორციელდეს ისეთი სოციალური აქტივობები, რომლებიც რეალურ ცვლილებებს მოიტანს რეგიონში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ორ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას – ქალბატონების როლის გაძლიერებას და განვითარებას, აგრეთვე ახალგაზრდა თაობის პროფესიულ ზრდას.
ქალების როლის გაზრდა განვითარების პროცესში არის გასაღები ჩვენი საზოგადოების წინსვლისთვის. იგეგმება ისეთი ინიციატივების დაწყება, რომლებიც ქალებს მეტ შესაძლებლობებს მისცემს საზოგადოებრივ, ეკონომიკურ თუ ნებისმიერ სფეროში.
ახალგაზრდების პროფესიული განვითარება კი რეგიონის მომავალია. მუშავდება პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება მათი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად რეალიზებაში, შექმნან საკუთარი კარიერა და გახდნენ საზოგადოების აქტიური და წარმატებული წევრები.
ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ვქმნით უკეთეს მომავალს ჩვენი რეგიონისთვის! 💪✨
#ჩოხატაური #საკრებულო #სოციალურიგანვითარება #ქალებისგაძლიერება #ახალგაზრდები #ბიდისიაკადემია #თემისგანვითარება
