You are currently viewing ქალები, რომლებიც სამყაროს ცვლიან

ქალები, რომლებიც სამყაროს ცვლიან

ლიდერ ქალთა საზოგადოება გაეროს ქალთა ორგანიზაციის წლევანდელ დევიზს ეხმიანება, რომელიც „გენდერული თანასწორობა დღეს ხვალინდელი მდგრადობისთვის“ წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა სხვადასხვა მიმართულებით, რაც გულისხმობს ქალთა  როლის გაზრდას ქვეყნის განვითარებაში და ითვალისწინებს მათ შორის მეწარმეთა ხელშეწყობას.

მეწარმე ქალთა მიერ შექმნილი პროდუქტისა და მათი პერსონის საზოგადოებაში წარმოჩენის გარდა, ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია, მათ შეძლონ ადაპტირება იმ ცვლილებებთან, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე მრავლადაა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ლიდერ ქალთა საზოგადოება არის სივრცე, სადაც მიღებული საჭირო ინფორმაციით, მხარდაჭრით, პერსონის ცნობადობის გაზრდით, კონსულტაციის გაწევით, ბიზნესის ხელშეწყობით, ურთიერთთანამშრომლობით მეწარმე ქალები შეძლებენ გაცილებით მარტივად წარმართონ სამეწარმეო საქმიანობა.

ლიდერ ქალთა საზოგადოებამ  გადაწყვიტა გამოავლინოს და საზოგადოებას აქტიურად გააცნოს საქმიანი, წარმატებული ქალბატონები, რომლებიც ქმნიან დღევანდელ ბიზნეს-გარემოს.

ლიდერ ქალთა ორგანიზაცია 18 და 19 მარტს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში და ჰილტონ გარდენში ლიდერ  ქალთა საზოგადოების და საერთაშორისო განათლების – ბიდისი აკადემიის ფარგლებში მართავს ღონისძიებას ,,წლის წარმატებული ბიზნესმენი ქალი“, რომლის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში, შერჩეულ ნომინანტებს საშუალება ექნებათ ერთმანეთის გაცნობის,  თავიანთი პროდუქციის პრეზენტაციის, მომსახურეობის წარდგენის და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობა.

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ისაუბრებს თემაზე: როგორ მივაღწიოთ წარმატებას, როცა ფორმულა არ ამართლებს? რა კრიტერიუმით შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი?

ორგანიზაციის განვითარების კონსულტანტი მარიამ ჩოჩია კი ორგანიზაციაში  პერსონალის განვითარების სტარტეგიაზე გვესაუბრება.

ამავე დღეს ღონისძიების ფარგლებში საქმიან ქალბატონებს ექნებათ თავდაცვის ძალების მაღალი სტატუსის მქონე ქალბატონებთან შეხვედრის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.  ეს კი ხელს შეუწყობს  კომპეტენციის გაუმჯობესებას მოტივაციის ამაღლებასა და ურთიერთთანამშრომლობას.

სასტუმრო ,,ჰილტონ გარდენში  “ გაიმართება ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, სადაც ნომინანტი ქალბატონები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციებში.

საღამოს კულმინაცია: ლიდერ ქალთა კლუბი და ბიდისი აკადემია  სოციალურად დაუცველ ახლგაზრდას სრულად დაუფინანსებს საზღვარგართ სწავლას და ცხოვრებას.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან როგორც სამინისტროებისა და პარლამენტის, ასევე არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

რამდენი ხანია რაც დაფუძნდა ქალთა ორგანიზაცია, რა ღონისძიებებს გეგმავენ ამ დღის ფარგლებში და როგორია მათი სამომავლო გეგემები artinfo.ge ლიდერ ქალთა საზოგადოების პრეზიდენტს ნათია შათირიშვილს დაუკავშირდა: ლიდერ ქალთა საზოგადოება რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს და 5000-ზე მეტ მოქმედ თუ დამწყებ ბიზნესმენ ქალბატონს აერთიანებს. ამ ღონისძიების მიზანია ბიზნესმენ ქალბატონებს ხელი შეუწყოს  ბიზნესის განვითარებაში და მათი ცნობადობა პერსონალურად გაზარდოს.

წინ არაერთი გეგმა აქვს ლიდერ ქალთა საზოგადოებას  განსახორციელებელი არამარტო საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.ღონისძიებას აქვს ფართომასშტაბიანი ხასიათი და წლის განმავლობაში თბილისში, გორში, ქუთაისში თელავსა და ბათუმში გაიმართება.