You are currently viewing მსმენელთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამები დაიწყო

მსმენელთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამები დაიწყო

საერთაშორისო განათლების აკადემიამ ,,ბი დი სი’’ 16 ნოემბერს ჩატარებულ დასაქმების ფორუმზე სხვა მსხვილ კომპანიებთან ერთად მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, სამუშაოს მაძიებელს მიეცა საშუალება, გაეცნობოდა და გასაუბრებოდა პოტენციურ დამსაქმებლებს.
ნათია შათირიშვილი საერთაშორისო განათლების აკადემია ,, ბიდისი’’ -ს დამფუძვნებელი და დირექტორი )

¬წლების მანძილზე მონაწილეობას ვიღებთ მსგავსი ტიპის ფორუმებში, რადგან ასეთი ტიპის პროექტებში აქტივობა ვთვლი რომ აუცილებელია. აქ სტუდენტები, და არა მარტო სტუდენტები ჩვენს შესახებ იღებენ ინფორმაციას დეტალურად და ამომწურავად აკადემიის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით, ასევე ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი მათთან ურთიერთობა იმ თვალსაზრისით თუ რა სურთ მათ, რა არის მათთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ვფიქრობ რომ მსგავსი პროექტები, როგორც ჩვენს მსმენელებს, ასევე ჩვენს აკადემიას დაეხმარება გარკვეული წარმატების მოპოვებაში.
ფორუმზე აკადემიამ, სტუდენტებს გააცნო, როგორც ვაკანტური ადგილების, ასევე აკადემიაში არსებული სხვაასხვა სპეციალობების შემსწავლელი კურსებისა და ტრენინგების შესახებ.

მარიამ გაფრინდაშვილი (სტუდენტი)

_აკადემიას ვაკანტური ადგილი ქონდა ფარმაცევტებისთვის, რადგან მე ფარმაცევტი არ ვარ, დავინტერესდი აქ არსებული სხვა ფაკულტეტებით. მე ვეძებდი ისეთ პროგრამებს, სადაც იურისტთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები იქნებოდა და ეს ამ აკადემიაში ისწავლება, ასევე მინდა ინგლისური ენის გაღრმავებაც, აკადემიის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას მე დავრწმუნდი იმაში, რომ აქ მივიღებ ისეთ განათლებას, რომელიც დამეხმარება პროფესიულ წინსვლაში.

სულხან კილაძე ფორუმზე მისთვის საინტერესო, საბუღალტრო საქმის, საფუძვლიანად შესწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოვიდა. ფიქრობს რომ სათანადო ცოდნის მისაღებაში მას დამატებით გავლილი კურსები და ტრენინგები დაეხმარება.

სულხან კილაძე (სტუდენტი)

_საერთაშორისო განათლების აკადემია ,, ბიდისი’’ აკადემიის წარმომადგენლებთან გავიარე გასაუბრება და მათი შემოთავაზებები მიმაჩნია რომ ჩემთვის საინტერესო და ხელსაყრელია, ასევე ხელმისაწვდომიც , რადგან აკადემიამ გადმომცა საჩუქრად 100 ლარიანი ვაუჩერი. აქ დამატებითი განათლების მიღება ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი იქნება, რადგან თეორიულ სწავლებასთან ერთად მექნება საშუალება გავიღრმავო ჩემი ცოდნა პრაქტიკის საშუალებითაც, რაშიც დამეხმარება აკადემიის გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი. ასევე, როგორც ვხვდები , აქ არის რეალურად დასაქმების დიდი შესაძლებლობა სხვა პროფესიულ სასწავლებლებთან შედარებით .

აღსანიშნავია ისიც, რომ აკადემიის სამუშაო საათები ერგება მსმენელთა თავისუფალ დროს.

ნათია შათირიშვილი: (,,ბი დი სი,, აკადემიის დამფუძვნებელი და დირექტორი )

საერთაშორისო განათლების აკადემია ,, ბიდისი’’ 2006 წლიდან, დაარსების დღიდან აქტიურადაა ჩართული ასეთი და მსგავსი ტიპის პროექტებში და გამოირჩევა სხვა პროფესიული სასწავლებლებისგან სწავლის მაღალი ხარისხითა, თუ წარჩინებულ მსმენელთა შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. აკადემიაში ისწავლება ისეთი დარგები, როგორებიცაა:

• ბუღალტერიის სრული კურსი (სტაჟირებით )
• საექთნო, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (სტაჟირება ავერსის კლინიკაში)
• დერმატოლოგია
• ფარმაცია (სტაჟირება ავერსისა და პსპ ს აფთიაქებში)
• სკოლამდელი აღზრდა
• საბანკო საქმე (სტჟირება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში )
• ჟურნალისტიკა (სტაჟირება ტელევიზიაში )
• ფსიქოლოგია
• მეტყველება
• ოფის-მენეჯმენტის კურსი (სტაჟირებით)
• კულინარია (სტაჟირება რესტორანში )
• უნარ-ჩვევები, საგნები აბიტურიენტებისთვის
• მარკეტინგის მენეჯმენტი, გაყიდვები
• იურისტთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება
• ტურიზმი და სასტუმროების მენეჯმენტი (სტაჟირება ტურისტულ ორგანიზაციებში)
• უცხო ენები ( ინგლისური, რუსული, გერმანული)
• სტილისტი, ვიზაჟი, მაკიაჟი
• კომპიუტერული სისტემები და ქსელები
• საოფისე პროგრამები
• ელექტრონიკა
• გაძლიერებული EXCEL
• IT ინჟინერია
• WEB პროგრამირება
• WEB პროგრამირება
• JAVA
• CISCO-CCNA

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა დაგვიკავშირდეს .