ბიდისი აკადემია კურსდამთავრებულთათვის დასაქმების მასშტაბურ პროექტს იწყებს!
200-მდე ვაკანსია 50 პოზიციაზე. დღეს აკადემიის ბათუმის ფილიალი უმასპინძლებს დამსაქმებელს, რომელიც აკადემიის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში შემოთავაზებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით გაიმართება.
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა. იქიდან გამოდინარე, რომ 2006 წლიდან აკადემიას გვაქვს დასაქმების ფორუმის ჩატარების დიდი გამოცდილება და გვყავს 70 % დასაქმებული კურსდამთავრებული, წელსაც ვაგრძელებთ ღონისძიებას, რომელიც კომპანიებს ადამიანური კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება, ასევე მსმენელებს შესაძლებლობა მიეცემათ აირჩიონ მათთვის სასურველი სამუშაო ადგილი.
დასაქმების ფორუმზე კომპანიებისა და აკადემიის კურსდამთავრებული დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
დასაქმების მსურველთათვის ჩატარდება ტრენინგი “სამუშაოს მაძიებელთათვის” როგორ განვსაზღვროთ ჩვენი პროფესია, ვეძებოთ სწორად სამსახური, როგორ დავწეროთ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მოვემზადოთ გასაუბრებისათვის. ჟესტიკულაცია, სატელეფონო საუბარი და იმიჯი. დასაქმების ფორუმი გაიმართება აკადემიის ყველა არსებულ ლოკაციაზე, თბილისი, ბათუმი, გორი, ქუთაისი, თელავი.
მობრძანდით შეხვდით დამსაქმებელს და იპოვეთ თქვენთვის სასურველი სამუშაო ადგილი.