- ა(ა)იპ საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი-ს მე-4 საფეხურის საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ აპლიკანტთა შიდა შერჩევის მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 5 ივნისს: პირველი ნაკადი-12.00 საათზე; მე-2 ნაკადი – 14.00 სთ;
- სსსმ პირთა შიდა შერჩევისთვის “პრაქტიკული მოსინჯვა” ჩატარდეს 2026 წლის08 ივნისს, 12 სთ;
- საპატიო მიზეზის საფუძველზე, განსხვავებულ თარიღში აპლიკანტთა შეფასების მიზნით განცხადების წარდგენის ვადაა 2026 წლის 12 ივნისი, 12 სთ;
3.1. სსსმ პირთა შიდა შერჩევისთვის „პრაქტიკული მოსინჯვა“ – არაუგვიანეს 2026 წლის 15 ივნისისა, 12 სთ;
- შერჩევის პროცედურული დარღვევის შემთხვევაში, გასაჩივრების მიღების ვადაა შეფასებიდან არაუგვიანეს მეორე დღე, ხოლო შედეგის გასაჩივრებისა – შეფასების გაცნობიდან არაუგვიანეს 2 დღე. აპელაციისთვის პირმა აკადემიის ადმინისტრაციას ან/და სააპელაციო კომისიას უნდა მიმართოს განცხადებით საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად (თანდართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამდასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა- ასლი);
- სააპელაციო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:
6.1. მატერიალური სახით აკადემიის მისამართზე: თბილისი, 0102, დავით აღმაშენებლის გამზირი 189.
6.2. ელექტრონული სახით აკადემიის ელ-ფოსტაზე: bdc.academy@gmail.com
- სააპელაციო განცხადებების განხილვის თარიღად განისაზღვროს 2026 წლის19 ივნისი;
- იმ აპლიკანტებმა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდა შერჩევა და მოიპოვეს აკადემიაში ჩარიცხვის უფლება, სავალდებულო დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 01 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით.
