ბიდისიში საექთნო საქმის შემსწავლელი კურსი გავიარე. ქ-ნ ქეთისთან ურთიერთობა და სწავლა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და მიღწევაა, ასე ვფიქრობ. იმდენად კარგი მიდგომა აქვს არჩეული, მოსწავლეებს მაშინვე უყვარდებათ. უყვარდებათ მათთან კითხვების დასვმა, საუბარი, თემების განხილვა, ქეისების შესწავლა და ინტერაქცია, უყვარდებათ ის დრო, რომელსაც ქ-ნ ქეთი ჩვენ გვაძლებს.
ბიდისის კოლექტივი კი ძალიან მეგობრულები, გამგებიანები და თბილები არიან. ნებისმიერი საკითხს და სტუდენტის მდგომარეობას ისე ყურადღებით და გაგებით ეკიდებიან, შეუძლებია ეს არ აღვნიშნო. მიხარია, რომ სტაჟირების პროგრამასა და დასაქმების პერსპექტივას, თვითონ აკადემია გვაძლევს, ვზოგავთ დროსა და ენერგიებს. ვიცი, პრაქტიკაში კიდევ უფრო მეტ რამეს შევისწავლი და მომეცემა ჩემი საქმის პროფესონალურ დონეზე კეთების შანსი და კიდევ დიდი დრო.