კურსის ხელმძღვანელი – ვაკო ყორღანაშვილი
მარიამი დეტალურად გვიზიარებს შთაბეჭდილებებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ :
” ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული ცოდნით,ყველაფერი საფუძვლიანად ვისწავლე.სწავლის ხარისხმა და დონემ საგრძნობლად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს,კურსის კოორდინატორზე ვიტყოდი იმას რომ, არის თავის საქმის პროფესიონალი ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ ადმინისტრაციის მომსახურებით,საკმაოდ ხელსაყრელი და მოქნილი იყო სწავლის გადასახადი,ნამდვილად ვისარგებლე ჩემზე მოქნილი გადახდის გრაფიკით.
ჩემი ლექტორი არის ძალიან გამგებიანი , თავის საქმის პროფესიონალი, თითოეულ ლექციაზე ინფორმაციას ძალიან მარტივად და გასაგებად გადმოგვცემდა,კიდევ ძალიან ბევრი დადებითი თვისებები გააჩნია,მაქსიმალურად აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს .
მე ვსწავლობდი აუდიტორიაში მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო რამოდენიმეჯერ დისტანციურად დავესწარი ლექციას და არანაირად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, დისტანციურად სწავლების შემთხვევაშიც ძალიან ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო სწავლება.კურსი იყო მაქსიმალურად დატვირთული და საინტერესო სხვადასხვა აქტივობებით.რათქმაუნდა გამომადგება და აუცილებლად გამოვიყენებ აკადემიაში მიღებულ ცოდნას.
თითოეული ლექცია იყო ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული.რაც მთავარია იყო მეგობრული და მყუდრო გარემო, რაც უფრო მიმარტივებდა სწავლის პროცესს და უფრო მაძლევდა მოტივაციას მიზნის მისაღწევად.
ვინც ბიდისი აკადემიაში აპირებს სწავლის დაწყებას ვეტყოდი,რომ აუცილებლად გადმოდგან ეს ნაბიჯი და გახდნენ BDC აკადემიის სტუდენტები, რადგან არცერთი წუთი არ ინანებენ და მიაღწევენ დასახულ მიზანს , ვუსურვებ წარმატებებს მომავალ სტუდენტებს “