კურსის ხელმძღვანელი – ვაკო ყორღანაშვილი
მარიამი დეტალურად გვიზიარებს შთაბეჭდილებებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ :
” ვსწავლობდი ქ.თბილისის ბიდისი აკადემიის ფილიალში,სადაც გავიარე ბიზნესის ადმინისტრირების კურსი,სასწავლებლის შესახებ გავიგე სოციალური ქსელებიდან.
უზომოდ კმაყოფილი ვარ სასწავლების მიერ გადმოცემული ცოდნით,ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენ პროფესიაში პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში,რაც ჩვენი კურსის კორდინატორის დიდი დამსხურებაა.აქ გავიზარდე როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად.
სწავლის პროცესი იყო დატვრთული როგორც თეორიული ცოდნით, ასევე ძალიან ბევრი პრაქრიკული სავარჯიშოებით.
ჩემი კურსის კორდინატორი არის უძვირფასესი და სამაგალითო პიროვნება უზომოდ განათლებული და მიზანდასახული,უბრალოდ საოცარი ადამიანი.
საუკეთესო ადამიანია, უზომოდ კეთილი,თბილი და ყურადღებიანი პიროვნება. უბრალოდ იდეალური ადამიანია
ბიდისი აკადემია მაღალი ხარისხის სწავლის დონით გამორჩეული ადგილია,სადაც სწავლა პირველ ადგილზე დგას.
ყოველი ლექცია დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით მთელი კურსის მანძილზე.ყველაზე სასიამოვნო პერიოდად დარჩება აქ გატარებული დრო ჩემს მოგონებებში..
სასწავლებელში მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა და ვფიქრობ აქ მიღებული ცოდნა გამომადგება პროფესიულ განვითარებაში.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ მომსახურებას, ვარ ძალიან კმაყოფილი. თითოეული მომუშავე თანამშრომელი არის ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი პიროვნებები, რაც მთავარია მათი საქმის პროფესიონალები.
თანხის გადახდის გრაფიკი არის ძალიან მორგებული და სტუდენტთა ინტერესებზე და მდგიმარეობაზე გათვალისწინებული.
დისტანციურ ლექციებს არ დავსწრებივარ, თუმცა ონლაინ კურსელებისგან მსმენია, რომ
ძალიან კმაყოფილები არიან და მათთვის ეს ძალიან პრაქტიკულია.
სასწავლებელში მისვლისთანავე მივხვდი,რომ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბებდა ეს ადგილი.
აქ ძალიან ბევრი პროფესია ისწავლება-ნებისმიერი ინტერესის ადაიანისთვის არის შესაძლებელი სასურველი პროფესიის შეძენა.
შესაძლებელია საკუთარი თავის აღმოჩენა კიდევ სხვა პროფესიებშიც. მე ვგეგმავ დაბრუნებას და ისევ უმაგრეს გუნდთან თანამშრომლობისას.
მათ,ვინც ბიდისიში აპირებს სწავლას ვეტყოდი,რომ შრომის გარეშე არაფერი გამოვა,ამიტომ არ დაკარგონ არცერთი წუთი განვითარებისა და სწავლის გარეშე ,ეს ის ადგილია, რომელიც საკუთარი თავის აღმოჩენაში დაგეხმარება
გეტყვი იმას, რომ საოცარი ადამიანი ხარ,ცხოვრება უამრავ შანს გვაძლევს, ამიტომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს შესაძლებლობა და ვეცადოთ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები.
მე მჯერა,რომ ყველაფერი გამოგივა წარმატებები შენ მომავალო ბიდისიელო !
მადლობა ბიდისი აკადემიას! “