მე ვსწავლობდი თბილისში,კერძოდ პეკინის ფილიალში. გავიარე ოფის მენეჯმენტის შემსწავლელი კურსი.სიმართლე გითხრათ,როცა ამ სფეროთი დავინტერესდი,არ ვიცოდი თქვენი აკადემიის შესახებ. პირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მოვიპოვე სადაც, საზოგადოება აშკარა კმაყოფილებას გამოხატავდა, ხოლო ამის შემდგომ რამოდენიმე ჩემა ახლობელმაც მითხრა თქვენს შესახებ.
რათქმაუნდა ძალიან კმაყოფილი ვარ,რადგან ჩვენი ლექტორი უდიდეს შრომას დებდა თავის საქმეში და მაქსიმალურად ამომწურავად და დეტალურად გვაწვდიდა იმ ცოდნასა და ინფორმაციას,რაც ჩვენ გვჭირდებოდა ამ კურსის წარმატებით გავლისთვის.
სწავლის პროცესი ძალიან კარგი იყო,რადგან არ იყო რაიმე დოგმებით აწყობილი. იყო თავისუფალი სივრცე სადაც კოორდინატორიც და ჩვენც თავისუფლად ვსაუბრობდით და განვიხილავდით იმ თემებს,რაც გვაინტერესებდა და რისი ცოდნაც გვინდოდა.
ჩვენი კოორდინატორი ყოველთვის დროულად გვაწვდიდა საჭირო ინფორმაციას. ყოველთვის პუნქტუალური, ზრდილობიანი და კეთილ განწყობილი იყო.
ადმინისტრაცია მაქსიმალურად ხელს გვიწყობდა ყველაფერში იქნებოდა ეს ფინანსური,თუ დროის თვალსაზრისით. ისინი ყოველთვის ცდილობენ,რომ გაგებით მოგეპყრონ და ხელი შეგიწყონ განათლების მიღებაში.
გადახდის სისტემა ძალიან კარგად არის გაწერილი და ამასთან ერთად როგორც წინა პასუხში ავღნიშნე,ყველა მაქსიმალურად გიწყობს ხელს და გაგებით გეკიდებიან იმ ელემენტარულ შემთხვევებზე რაც ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურობაში შეიძლება შეემთხვეს.
ჩვენი კოორდინატორი საკმაოდ ახალგაზრდა ბიჭი გახლდათ მაგრამ მისი ახალგაზრდობა მის არაკომპეტენტურობას არ მიუთითებდა პირიქით. საკმაოდ ჭკვიანი, კარგად მოსაუბრე და სასიამოვნო ახალგაზრდაა ამასთან ერთად საკმაოდ მხიარულიც და უშუალოც რაც რათქმაუნდა კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა მასთან ერთად მუშაობას. ვთვლი რომ წინ ბევრი კარგი რამ ელის.
კურსის ხარისხს მაღალ დონეზე შევაფასებდი, რადგან ძალიან დიდი მასალა და ინფორმაცია ძალიან ხარისხიანად და ეფექტურად მოგვეწოდებოდა და რაც მთავარია ეს ხდებოდა გასაგები ენით და რაიმე დისკომფორტს სწავლის პროცესში არ ჰქონია ადგილი.
მსოფლიოში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო დისტანციურ სწავლებას ასე თუ ისე შევეჩვიეთ არა მარტო აქ. რაც შეეხება კერძოდ ბიდისი აკადემიას რათქმაუნდა ერთმანეთთან პირისპირ ჯდომა უფრო სახალისო იქნებოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია არც სწავლის პროცესისთვის და არც ჩვენი დაახლოებისთვის.
კურსის ფორმატი შეიცავდა სხვადასხვა აქტივობებს და თან გვაწვდიდა ძალიან ბევრ ინფომაციას სხვა თემებზე მათ შორის მახსოვს იყო ერთი საზღვარგარეთ გრძელვადიანი ვოლუნთერინგის პროგრამა რაზეც ინტერესი გამოვთქვი და კითხვებით ჩვენს ლექტორს მივმართე მისგან კი მაქსიმალური გვერჩიდგომა მივიღე.ჩემთვის რაც მთავარია ნაყოფიერი იყო ეს პერიოდი და პროცესიც სასიამოვნო.
სასწავლებელმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები და ის სფერო რითიც ვიყავი დაინტერესებული მასზე ნამდვილად მივიღე სათანადო ცოდნა.ვაპირებ ამავე სფეროში უფრო ფუნდამენტალური განათლება და გავაგრძელო სადიპლომო პროგრამაზე სწავლაც.
ვფიქრობ, რათქმაუნდა გამომადგება მიღებული ცოდნა.ის განათლება,რაც აქ მივიღე სამომავლო კარიერაში ჩემი ძირითადი დასაყრდენი იქნება.
მათ,ვინც ბიდისი აკადემიაში აპირებს სწავლის დაწყებას ვეტყოდი რომ, თუ სურთ სრულფასოვანი განათლების მიღება ეს სწორედ ის ადგილია სადაც ამ სურვილის ახდენას შეძლებენ. მე ძალიან მოხარული ვარ ამ დაწესებულებასთან თანამშრომლობით და ვთვლი, რომ ერთე-რთი კარგი გადაწყვეტილება მივიღე მაშინ, როდესაც ბიდისი აკადემიაში დავიწყე სწავლა.