საექთნო კურსი დავასრულე ბიდისი აკადემიის ბათუმის ფილიალში, აკადემიის შესახებ ნაცნობებისგან გავიგე, რომლებმაც გაუწია რეკომენდაცია, შემდეგ მოვიძე ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში და სრულად გავეცანი აკადემიის შესახებ.
კმაყოფილი ვარ აკადემიის მიერ გაცემული ცოდნით, აღფრთოვანებული ვიყავი კურსით გვიტარდებოდა სხვადსხვა სახალისო აქტივობები და სრულად ვიყავით ყველა ჩართული სალექციო პროცესში. ასევე კმაყოფილი ვარ ადმინისტრაციული მომსახურებით. რაც შეეხება, გადახდიის გრაფიკი იყო ჩემზე მორგებული, ასევე ვისარგებლე სტაჟირების პროგრამით, სადაც მივიღე დიდი გამოცდილება და ვარ ძალიან კმაყოფილი.
ასევე მქონდა ვაკანსიაზე შემოთავაზება, სტაჟირების პერიოდში იმავე კლინიკაში სადაც გავდიოდი პრაქტიკას. აკადემიაში გატარებულმა სასწავლო პროცესმა უამრავი რამ შემძინა, პირველ რიგში ჩამინერგა ჩემი პროფესიის მიმართ მეტი ინტერესი ვიდრე მქონდა, ასევე მუშაობა ჯგუფურად და ერთმანეთის დახმარება, და რაც მთავარია ცოდნა.
ბიდისი აკადემიამ სრულად გამიმართლა ის მოლოდინი, რაც სწავლის დაწყებამდე მქონდა, გასცეს ცოდნა უმაღლესი სტანდარტებით და თავდაუზოგავი შრომით.
ისინი ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს მოვიდე თუ არა აკადემიაში, მათ ვეტყვი, რომ აუცილებლად მოვიდნენ, რადგან ეს არის შესაძლებლობა იპოვოთ საკუთარი თავი იმ პროფესიაში, რომლის შესწავლაც გსურთ. ბიდისი არის ადგილი სადაც არის სითბო, სიყვარული და პროფესიონალიზმი.