გამარჯობა, მე ვარ დიანა მგელაძე , “ბი დი სი” აკადემიის ბათუმის ფილიალში შევისწავლე საექთნო საქმის შემსწავლელი კურსი. საექთნო პროგრამისა და პედაგოგის ნატო მიქელაძის დახმარებით, მოკლე ვადაში მივიღეთ მაქსიმალური ცოდნა, რომელიც მოიცავდა საჭირო და გამოყენებად საკითხებს. განვლილი პროგრამა დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში- მიღებული ცოდნა პაციენტთან უფრო თავდაჯერებულს და თამამს გხდის. სტაჟირება გავიარე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. უმჯობესია მედ პერსონალის მხრიდან იყოს უფრო მეტი ხელშეწყობა, რათა პრაქტიკანტს მიეცეს საშუალება თეორიული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში . სააბოლოო ჯამში არ იყო ცუდი, თუმცა ვისურვებდი უფრო მეტი და მეტი საშუალება მიეცეს პრაქტიკანტ ექთნებს თავისი ხელით აკეთონ საქმე რომელიც თეორიულად ისწავლეს. მოკლე დროში მომეცა საშუალება გავცნობოდი ისეთ საჭირო საკითხებს, რომელიც გამომადგება შემდგომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. როგორიც არის პირველადი დახმარება, პაციენტთან მოქცევის ეთიკა და ბევრი სხვა. მოლოდინი ყოველთვის მეტი-რაც განვითარების საწინდარია! წარმატებებს გისურვებთ!!! არსებული აკადემიის შესახებ გავიგე სოციალური ქსელიდან ( facebook). მომავალ სტუდენტებს კი მხოლოდ წარმატებებს და წარმატებებს ვუსურვებთ!