ბიდისი აკადემიას უდიდეს მადლობას ვუხდი, აქ გავიარე საექთნო საქმის 1 წლიანი სადიპლომო კურსი და აღფრთოვანებული ვარ ჩემი პედაგოგით, ადამიანების, რომლებსაც მცირე წვლილი მაინც შეაქვთ ამ აკადემიის განვითარებაში. ქ-ნ ქეთის უდიდესი გადმოცემის უნარი აქვს, ისე მარტივად და ადამიანურ ენაზე შეუძლია რთული სამედიცინო ტერმინების ახსნა, რომ შეუძლებელია დაგავიწყდეს. კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა ყველა ლექცია-სემინარი.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტები წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული, უცხო ქვეყანაში არ გამომადგება. ჩემი შვილები საზღვარგარეთ არიან და ვაპირებ, რომ მათთან წავიდე. ბიდისიმ კი საშუალება მომცა მისი საერთაშორისო ორენოვანი სერთიფიკატითა და დიპლომით ამერიკაში დავსაქმდე და, ამავდროულად, ვიყო ჩემ შვილებთან ახლოს.
ველოდები, რომ პრაქტიკა გავიარო, ქ. რუსთავში. ჩემი ინტერესია, რაც შეიძლება მოკლე დროში და ხარისხიანად ავითვისო ის ცოდნა და ის განათლება მივიღო, რომელიც დამეხმარება ვიყო სანდო და წარმატებული ექთანი. აკადემიამ კი მომცა ის, რაც მსურდა. განათლება, რომელსაც პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანები გვაწვდიან.