You are currently viewing ბიდისი არის შესაძლებლობა ამბობს   ალექსანდრა  გარსევანიშვილი

ბიდისი არის შესაძლებლობა ამბობს ალექსანდრა გარსევანიშვილი

ბიდისი  აკადემიაში  ბავშვთა ფსიქოლოგიის კურსს გავდივარ.

აკადემიის შესახებ მირჩია მეგობარმა რის შემდეგადაც ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და გარკვეულწილად დავრწმუნდი, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებდი აკადემიის არჩევის მხრივ….

სწავლით კმაყოფილი ვარ რადგან, იმაზე მეტს ვიღებ ვიდრე ველოდი. საკმაოდ ნაყოფიერი და შემეცნებითია სწავლის ყოველი წუთი.ასევე ჩემი ლექტორი (ქალბატონი ნინო) საკმაოდ სასიამოვნოდ მოსაუბრე, განათლებული და პროფესიონალია თავის საქმეში.

ფსიქოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა, გაგრძელებას ვაპირებ შემდგომში და ვაფასებ იმას, რომ ლექტორი ამოუწურავი მოთმინებით მპასუხობს თემის ირგვლივ დასმულ უამრავ შეკითხვაზე. ასევე დეტალურად ხსნის ყოველ წვრილმანს…

ბიდისი არის შესაძლებლობა მივიდეს ადამიანი დასახულ მიზნამდე ხარისხიანი გზით…      თამამად გადადგით ნაბიჯი ბიდისისაკენ რადგან ეს აკადემია მოლოდინს ნამდვილად ამართლებს…

გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია განათლებაა და რომ დღევანდელ სამყაროში ერთერთი ყველაზე ძლიერი იარაღი ცოდნაა..

 

გთავაზობთ   სტატუსს ალექსანდრას პირადი ფეიბუქ გვერდიდან:…

მოკლედ: ყოველთვის მაინტერესებდა ფსიქოლოგია, ამიტომ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, (ჩემი სამხედრო პროფესიების ფონზე) ჩავაბარე სასწავლებელში და დავიწყე ბავშვთა ფსიქოლოგიის შესწავლა (საწყისად) იმდენად საინტერესოა ეს ყველაფერი, აი სრულიად სხვა სამყარო, ძალიან ღრმა და შემეცნებითი (სამყაროს არ უნდა ჰქონდეს ზრდასრულ ადამიანთა ნაკლებობა, და მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ ყველაფერში) მოკლედ მინდა ვთქვა რომ ისწავლეთ ყველაფერი რისი სწავლის საშუალებაც გაქვთ

ასევე ჩემს ასეთ ინტერესს ხელს უწყობს, ჩემთვის საკმაოდ საინტერესო ლექტორი ქალბატონი ნინო, რომელიც ჩემს ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობს