You are currently viewing ცირა ხარაბაძე – მარკეტინგის მენეჯმენტის კურსდამთავრებული

ცირა ხარაბაძე – მარკეტინგის მენეჯმენტის კურსდამთავრებული

დისტანციურად ვსწავლობდი თბილისის ფილიალში და დავასრულე მარკეტინგის მენეჯმენტის შემსწავლელი კურსი.თქვენი აკადემის შესახებ ინფორმაცია ბევრმა ადამიანმა მომაწოდა, რომლებიც თქვენს აკადემიაში სწავლობდნენ სხვადასხვა განხრით. დავინტერესდი, ხოლო შემდგომ გავეცანი პირობებს და გადავწყვიტე მეც შემოვერთებულიყავი თქვენს გუნდს.

სასწავლებლისგან გაცემული ცოდნით ძალზედ კმაყოფილი ვარ.მე ვისწავლე, რომ მუდამ უნდა ვიყო თავდაჯერებული.

გავხდი მეტაად წარმატებული, მიზანდასახული, გამიუმჯობესდა მეტყველების უნარი. გავაუმჯობესე ხალხთან კომუნიკაცია, შევცვალე საკუთარი თავი.

ჩემი განვითარებისთვის სასწავლო პროცესი პროდუქტიული და სასარგებლო იყო.

კურსის ხელმძღვანელზე, ვაკოზე ვიტყოდი, რომ არის მხიარული, მეგობრული, საუკეთესო და წარმატებული პიროვნება.იგი ყურადღებიანი, მომთხოვნი, თბილი, თავის საქმეში წარმატებული ხელმძღვანელია.

კურსის ხარისხი იყო ძალზედ კარგი, მივიღე და ვისწავლე ბევრი პრაქტიკული სამუშაოები, რაც უფრო საინტერესო იყო ჩვენთვის.

აკადემიის ადმინისტრაციის მომსახურობით ძალიან კმაყოფილი ვარ, სწავლის გადასახადი იმდენად მისაღები იყო, რომ არც კი გამრთულებია მსგავსი საკითხი.გადახდებიც ზუსტად თითოეულ სტუდენტზე იყო მოქნილი.

ვინაიდან მე ონლაინ ვსწავლობდი, ისეთივე საინტერესო და ნაყოფიერი იყო, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო აუდიტორიაში.

კურსი ლექციის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს შეიცავდა, რაც უფრო პროდიქტიული და გამოსადეგი იყო.

საუკეთესო იყო აქ გატარებული მთელი 6 თვე, საუკეთესო ადამიანების გვერდით.სასწავლებელმა გაამართლა მოლოდინები.

მინდა მომავალში შევისწავლო ისევ ამ აკადემიაში საოფისე პროგრამები.

მათ,ვინც ბიდისიში აპირებს სწავლას, ვეტყოდი იმას, რომ არ ინანებს და აუცილებლად უნდა დაიწყოს აქ სწავლა,მისი მომავლისთვის არის ძალიან კარგი და მეგობრული გუნდისგან შექმნილი აკადემია.

ეს ცოდნა, რაც მივიღე დარწმუნებული ვარ გამომადგება და წარმატებებს მომიტანს მომავალში.