You are currently viewing სკოლამდელი აღზრდა, რომ ცხოვრების ყველაზე

სკოლამდელი აღზრდა, რომ ცხოვრების ყველაზე

სკოლამდელი აღზრდა, რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ამაზე უკვე ვთანმხდებით. საინტერესოა იმ ადამიანების მოსაზრება, რომლებიც ამ მიმართლებით ვითარდებიან. ჩვენ ერთ-ერთი „ბიდისი“ აკადემიის სტუდენტს ვესაუბრეთ და სასწავლებლის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შევიტყვეთ.
-რომელ პროფესიას ეუფლებით, ბიდისი აკადემიაში?
-ახლა გავდივარ ბავშვთა ფსიქოლოგიას და ძალიან მომწონს. აღფრთოვანებული ვარ ჩემი ლექტორით. ლექციების დასრულება არ მინდა ხოლმე. ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი საინტერესო თუ იყო ბავშვებთა ფსიქოლოგია.
-როგორ შეაფასებდით აკადემიასა და ლექტორებს?
-ძალიან მომწონს „ბიდისი“ აკადემია, ბედნიერი ვარ ამ სასწავლებელში მოხვედრით, დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას და, რაც შეეხება, ლექტორებს, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თბილი, საინტერესო დღეებისთვის. იმ დაუზოგავი შრომისა და ინფორმაციის გადმოცემისთვის, რომელიც დამეხმარება ჩემი მიმართულებით წარმატების მიღწევაში. ასევე, ცოდნისთვის, რაც ამ ხნის მანძილზე შევიძინე.
-რა უნდა შეიცვალოს, რომ ბიდისი უკეთესი იყოს?
-არაფერს არ შევცვლიდი იმიტომ, რომ ძალიან კარგი, თბილი გარემოა და ლექტორებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან.