You are currently viewing საკმაოდ კარგი გარემო, ლექტორები და სწავლის დონეა

საკმაოდ კარგი გარემო, ლექტორები და სწავლის დონეა

ბიდისი აკადემიაში  შევისწავლე ოფის-მენეჯმენტის შემსწავლელი კურსი-დისტანციურად,თქვენს შესახებ ერთ-ერთი მეგობრისგან გავიგე.

სასწავლებლის მიერ გაცემული ცოდნა ჩემთვის ძალიან   საინტერესო და საჭიროა,ამიტომაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

კურსის კოორდინატორი-ვაკო ყორღანაშვილი

ლექტორი ყოველთვის დროზე მოდის ლექციებზე და დათქმულ შეხვედრებზე,იგი კარგადაა მომზადებული თითოეული ლექციისთვის,ლექტორი საინტერესოდ ხსნის მასალას,ასევე შეკითხვებს პასუხობს ამომწურავად და გასაგებად,სტუდენტებმა იციან, რას უნდა მოელოდნენ ლექციისგან, რადგან წინასწარ აცნობებს განსახილველ თემებს.

ლექტორი არის თავისი სფეროს პროფესიონალი,იგი მიყვება სასწავლო კურსის სილაბუსის შინაარსს, ლექტორი აღვივებს სტუდენტების ინტერესს სასწავლო კურსის მიმართ და პასუხობს სტუდენტების შეკითხვებს სრულად და ამომწურავად.სწავლება საკმაოდ ხარისხიანი და საინტერესი ოყო,კურსი შეიცავდა სხვადასხვა აქტივობებს.

ხელსაყრელი იყო სწავლის გადასახადი,რადგან გადახდის გზა საკმაოდ მოქნილი იყო ჩემთვის.კმაყოფილი ვარ ადმინისტრაციის მომსახურებით.

სასწავლებლის  მხრიდან სწავლის პერიოდში ვაკანსიაზე გაგზავნის შემოთავაზება გვქონდა  რამოდენიმეჯერ.სასწავლებელმა  გაამართლა ის მოლოდინები,რაც მქონდა.შესაძლებელია კვლავ ვისარგებლო სასწავლებლის  სხვა  პროგრამებით .

ყველას ვურჩევ ბიდისი აკდიაში განათლების მითებას რადგან საკმაოდ კარგი გარემო, ლექტორები და სწავლის დონეა.

ვფიქრობ, რომ მიღებული ცოდნა მომავალში აუცილებლად გამომადგება.