You are currently viewing საბანკო საქმის მსმენელი

საბანკო საქმის მსმენელი

საბანკო საქმე გავიარე და ველოდები პრაქტიკების დაწყებას. ბიდისი აკადემიაში მორგებული გრაფიკი და ყველანაირი ხელშეწყობაა. რაც არ უნდა დაგვჭირვებოდა, ფინანსური იქნებოდა ეს თუ რაიმე პირადული, ყველასგან იგრძნობოდა, მზად იყვნენ რომ დაგვხმარებოდნენ. პედაგოგი ძალიან კარგი მყავდა და ძალიან კარგი გადმოცემის უნარი ჰქონდა, რამაც გამიადვილა სწავლა. ასევე, აკადემიის დამფუძნებელი არის ძალიან თბილი და კომუნიკაბელური ადამიანი, რომლისგანაც ვიგრძენი ძალიან დიდი სითბო და მხარდაჭერა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კოლექტივით. მათ მეტი მოვიტავაცია მომცეს, როგორც სწავლის გაგრძელების, ისე შემდგომი განვითარების. მადლობა ბიდისი აკადემიას, გაწეული შრომისთვის. მე ემიგრანტი ვარ და ჩემთვის, ეს ერთი ნაბიჯიც კი უდიდესი წარმატების ტოლფასია.