You are currently viewing როდესაც ზრუნავ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეს

როდესაც ზრუნავ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეს

როდესაც ზრუნავ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეს ყველაზე კარგი და, ამავდოულად, საპასუხისმგებლო საქმეა. ბიდისი აკადემიის საექთნო კურსის სტუდენტი, მაკა ხაბარელი გვიზიარებს მის გამოცდილებას სასწავლებლისა და პროფესიული განვითარების შესახებ.

-რა პროფესიას ეუფლებით ბიდისი აკადემიაში?

-საექთნო კურსს გავდივარ და მინდა აღვნიშნო, სწავლის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. საუკეთესო ლექტორი გვყავს, ნინო მაკრახიძე. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გვიატარდებოდა ლექციები, ძალიან კარგად ფა პროფესიონალურ დონეზე გვიხსნიდა ყველაფერს. ჩემი მოლოდინი სწავლების მაღალი დონე იყო და ასეც მოხდა, მადლობა ბიდისის. სწავლასთან ერთად, დასაქმება ყველაზე მეტად გამიხარდა. სტაჟირებას გორში, ნოვამედის კლინიკაში გავდივარ. აკადემიამ იზრუნა, რომ მე დავესაქმებინე და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი აკადემიის პერსონალს.

-როგორია სტაჟირება, მოგვიყევი.

-ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი ექიმები და ექთნები არიან, თუ რაიმე შეკითხვა მაქვს, პროფესიონალურ პასუხს ვიღებ. თუ რამე მაინტერესებს, ყველაფერს მაღალ დონეზე მიხსნიან და მასწავლიან.

-რას შეცვლიდით?

–დიდი იმედი მაქვს, ონლაინ რეჟიმში აღარ მოგვიწევს ურთიერთობა და აუდიტორიებში გადავინაცვლებთ. ცოცხალი ურთიერთობა და სწავლება განსაკუთრებულია, მით უმეტეს, როცა ამდენი კარგი ადამიანი შევიძინე აკადემიაში, ლექტორისა და სტუდენტების ჩათვლით. დანარჩენს რაც შეეხება, საუკეთესოები ხართ.

-და ბოლოს, რას ურჩევდით მომავალ ბიდისელებს?

-მომავალ ბიდისელებს მინდა ვურჩიო, რომ შეიყვარონ საკუთარი საქმე და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას ბიდისისთან ერთად.