პირველ რიგში, უზომოდ კმაყოფილი ვარ. უთბილესი გარემოა, ჯგუფელებთან და ლექტორებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ერთი ოჯახის წევრები ვართ თითქმის. მომენატრება მათთან გატარებული დრო. უბედნიერესი ვარ, რომ აქ მოვხვდი, შეფ-მზარეულის ერთ წლიანი სადიპლომო კურსი გავიარე და ეს დრო ყველაზე ლამაზად აღიბეჭდება ჩემ გონებაში. პრაქტიკები საოცრად საინტერესო იყო. კერძების გაცნობა, შემდეგ მათი მომზადებისას განცდილი სიამოვნება დაუვიწყარი იყო. პრაქტიკებმა უშუალოდ ჩართვის საშუალება მომცა, რაც ძალიან მნიშნელოვანია. ეს არის დადებითი და უშუალო ადამიანებით სავსე გარემო. მომავალ ბიდისელებს გულით და სულით ვუსურვებ წარმატებებს და ვეტყოდი, რომ უყვარდეთ საკუთარი საქმე, მოინდომონ და იცოდნენ, რომ აუცილებლად მიაღწევენ.