You are currently viewing ოფის მენეჯმენტი და ადმინისტრირება-კურსის კოორდინატორი ვაკო ყორღანაშვილი.

ოფის მენეჯმენტი და ადმინისტრირება-კურსის კოორდინატორი ვაკო ყორღანაშვილი.

ბიდისი აკადემიაში გავიარე ოფის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კურსი.აკადემიის შესახებ გავიგე სოციალური ქსელიდან.

ძალიან კმაყოფილი ვარ სასწავლებლის მიერ გაცემული ცოდნით.სასწავლო პროცესი იყო ძალიან ხარისხიანი.

კურსის კოორდინატორი, ბატონი ვაკო არის ძალიან განათლებული,თავისი საქმის პროფესიონალი ლექტორი,სულ გვიზიარებდა თავის გამოცდილებას,მაქსიმალურად ცდილობდა მეტი სასარგებლო ინფორმაცია მოეწოდებინა ჩვენთვის.

ხელსაყრელი და სტუდენტზე მორგებული იყო სწავლის გადახდის პირობები.

კურსის ხარისხს შევაფასებდი დადებითად,რადგან შევისწავლე ბევრი რამ,რაც გამომადგება  კარიერაში.კურსი გავიარე დისტანციურ რეჟიმში,მიუხედავად ამისა,სწავლება იყო ნაყოფიერი,რაც არის ვაკოს დამსახურება.

კურსის ფორმატი შეიცავდა სხვადასხვა აქტივობებს,ვასრულებდით როგორც თეორიულ,ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

ჩემთვის სასწავლებელში გატარებული პერიოდი იყო დადებითი ემოციებით სავსე,გვქონდა სახალისო აქტივობები,იუმორით სავსე იყო ყოველი ლექცია.

რაც შეეხება ბატონ ვაკოს,შემიძლია მხოლოდ კარგი ვთქვა მასზე,ის არის თავისი საქმის პროფესიონალი,შრომისმოყვარე,მხიარული ადამიანი,ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეღო ყოველი ლექციიდან.

სასწავლებელმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები,რაც მქონდა კურსის დასაწყისში,მომავალში კიდევ ვგეგმავ ვისარგებლო სასწავლებლის სხვა პროგრამებით.