სამ თვიანი კურსი გავიარე, საექთნოს განხრით. თეონა თაყნიაშვილი მასწავლიდა, რომელიც არის, ჯერ პიროვნულად ვიტყვი, უთბილესი, უსაყვარლესი, ყურადღებიანი, დადებითი ადამიანი. რაც შეეხება პროფესიულ კუთხეს, ყოველთვის ამომწურავი იყო მისი პასუხები, საინტერესო დიალოგი ჰქონდა ჯგუფის თითოეულ სტუდენტთან. ამასთანავე, პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და კომპეტენტური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
ინტერვიუერი: როგორ მოხვდით ბიდისიში და როგორ შეაფასებდით აკადემიას? ნინო ბეჟანიშვილი: შემთხვევით აღმოვაჩინე ინტერნეტში, ფეისბუქის სოციალურ გვერდზე და, სხვათაშორის, იმდენად მომეწონა შეფასებები, რომ თვალდახუჭული ვენდე ბიდისი აკადემიას. გადავხედე, ხალხი რას ამბობდა, რეკომენდაციები წავიკითხე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე აქ მოსვლა. აქვე მინდა აღვნიშნო, ქალბატონ ნათია შათირიშვილსა და თეა ბერაძეს უღრმეს მადლობას ვუხდი, მნიშვნელოვანი როლს ასრულებენ საზოგადოების განვითარებისთვის.
ინტერვიუერი: რას ურჩევდით მომავალ ბიდისელებს? ნინო ბეჟანიშვილი ვურჩევდი ყურადღებით მოეკიდონ თითოეულ მასალას, უსმინონ ლექტორებს და განვითარდნენ. ეს კი მხოლოდ ცოდნითა და სწავლით მოხერხდება. მადლობა ბიდისი აკადემიას, რომ ჩემი ცხოვრება გაალამაზა და მომცა საშუალება ვყოფილიყავი სერთიფიცირებული კადრი.