მოგესალმებით, მე ვარ ნინო ფუტკარაძე. საერთაშორისო განათლების აკადემია ბი დი სი –ის ბათუმის ფილიალში გავიარე პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგს – მარიამ გუბელიძეს, რომელიც პროფესიონალიზმითა და შემართებით უდგება საქმეს, ასევე ადმინისტრაციას, საჭირო ინფორმაციის უმოკლეს დროში მოწოდებისა და კომფორტული გარემოს შექმნისათვის.
აღნიშნული კურსი კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე ავირჩიე, შესაბამისად, მქონდა გარკვეული მოლოდინები, თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
სასწავლებლისა და კურსის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე კი, მათ, ვინც ახლა ფიქრობს, თუ სად შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, ვურჩევ აირჩიონ ბი დი სი.