დავასრულე საექთნო საქმის შემსწავლელი კურსი თბილისის ფილიალში.
აკადემიის შესახებ ინფორმაცია მივიღე ინტერნეტის საშუალებით.
მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ხარისხიანი იყო სასწავლო პროცესი.მივიღე საკმაოდ საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
აკადემიაში არის სასიამოვნო გარემო და თავისი საქმის პროფესიონალი ლექტორები.
რაც შეეხება ადმინისტრაციას, არის ძალიან თბილი და ყურადღებიანი.იგრძნობა ოჯახური გარემო,რომელიც მეტ სტიმულს აძლევს მსმენელს.
ასევე მოსახერხებელი იყო ჩემთვის სწავლის საფასურის გადახსის მეთოდიც, რისთვისაც მადლობას ვუხდი აკადემიის ხელმძღვანელს ქ.ნათია შათირიშვილის, რომელიც ყველანაირად მხარში უდგას თითოეულ მსმენელს .
აკადემიაში გატარებულმა სასწავლო პროცესმა პირველ რიგში მომცა კარგი განათლება და სასიამოვნო მოგონებები.
მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. ეს არის ნამდვილად ის ადგილი სადაც მიიღებთ კარგ განათლებას, რის შედეგადაც შეიქმნით წარმატებულ მომავალს.
მარიამ ბარნოვი.