მე ვარ ნინი თუთარაული და კულინარიის კურსი გავიარე ქალაქ გორში, ბ-ნი სერგო მასწავლიდა და ძალიან კარგი ადამიანი და პედაგოგია. მადლობელი ვარ გაწეული შრომისთვის და მადლობა ამ აკადემიას დასაქმებისთვისა და გვერდში დგომისთვის. მეგობრისგან გავიგე აკადემიის შესახებ, ყოველთვის მინდოდა კულინარიის კურსები გამეარა და ავარჩიე ბიდისი. პირველი ლექცია გასაცნობის სახის იყო და იმდენად მომეწონა, მაშინვე დავრჩი და სწავლა გავაგრძელე. ვისაც ნამდვილად სურს ისწავლოს და თან კარგი მეგობრებიც შეიძინოს ვურჩევ მოვიდეს ბიდისი აკადემიაში. სტაჟირება თავიდან ძალიან რთული მეგონა, უცხო გარემო, ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ შევეჩვიე და ძალიან მიხაროდა ყოველდღე სიახლეები და განვითარება. სტაჟირების შემდეგ დავსაქმდი და იქ ტურისტებს ვუტარებდი მასტერკლასებს, ქართულ კერძებს ვუმზადებდი და ძალიან მოსწონდათ. ახლა კაფეში ვარ, კიდევ ვვითარდები, რადგან მომწონს სიახლეები. მადლობა ბიდისის ახალი შესაძლებლობებისთვისა და ჩემი სურვილების რეალიზებისთვის.