You are currently viewing მე ვარ ირაკლი გობაძე, სწავლა

მე ვარ ირაკლი გობაძე, სწავლა

მე ვარ ირაკლი გობაძე, სწავლა დავასრულე ბათუმის ფილიალში, მარკეტინგული საქმიანობის კურსზე. ვფიქრობ პროგრამა კარგად ასახავს მარკეტინგულ საქმიანობის ყველა ნაწილს, პედაგოგი და ადმინისტრაცია მათზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებენ, ანუ კომუნიკაცია, ურთიერთშეთანხმება, ამა თუ იმ პრობლემის გათვალისწინება, ყველა ამ კომპონენტში იყო მაქსიმალური ყურადღება. მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა, ძალიან ბევრი რამ გვასწავლა მარკეტინგის სწავლებამ, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიაა. ვინც ამ პროფესიას სრულფასოვნად შეისწავლის, კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს გადადგამს ცხოვრებაში და საკუთარ კარიერაში. მე ფეისბუქიდან გავიგე აკადემიის შესახებ, ვურჩევ ყველა ადამიანს თუ შესაძლებლობა აქვთ, მეტი დრო დაუთმონ სწავლას. მეტი ცოდნა ექნებათ სხვადასხვა საქმიანობის შესახებ, ამ ცოდნის მიცემის საშუალება კი აქვს ბი დი სი აკადემიას.