მე ვარ იონა ჯიქია და ბიდისი აკადემიაში გავიარე კოსმეტოლოგიის შემსწავლელი კურსი. ქ-ნი ნანას დახმარებით და ხელმძღვანელობით უამრავ სიახლეს გადავაწყდი, რომელიც ჩემთვის უზომოდ საინტერესო და მრავლისმომცემი გამოდგა. დეტალებზე, რომელიც ყველა პროფესიაში მნიშვნელოვანია, ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ვხარჯავდით, რომ არცერთი ნიუანსი უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა. სიმართლე რომ ვქვა, დრო არც კი გვყოფნიდა, ამ პატარ-პატარა დეტალებისთვის.
ქ-ნ ნანას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სხვა ადამიანი პროფესიონალად აქციოს. საკუთარ ძალებს და რესურსებს არ იშურებდა, რომ ჩვენთვის ყველაფერი ნათელი ყოფილიყო. მით უმეტეს, ამ საქმიანობაში, ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. მადლობა ქ-ნ ნანას და ბიდისი აკადემიას, რადგან აქედან ნამდვილად მნიშვნელოვანი და საჭირო ცოდნით მივდივარ.
ვისაც უნდა იყოს წარმატებული და თავისის საქმის პროფესიონალი, ნამდვილად ნდა მოვიდეს ბიდისი აკადემიაში, რადგან აქ ნამდვილად არის ყველა შესაძლებლობა და პროფესიონალიზმი, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს ნებისმიერ სფეროში.
სტაჟირებას და დასაქმებას რაც შეეხება, მე უკვე დიდი ხანია საკუთარი ესთეტიკის ცენტრი მაქვს, სადაც უკვე კიდევ ერთი პროფესიული სერთიფიკატით გავაგრძელებ ჩემ საყვარელ საქმიანობას. კიდევ ვაპირებ ბიდისი აკადემიაში რამდენიმე კურსის გავლას, რადგან ჩემი საქმიანობისთვის აუცილებელი და საჭიროა.