მე გავიარე სამედიცინო დაწესებულების რეგისტრატორ-ადინისტრატორის კურსი, ხატია ვაწაძის ხელმძღვანელობით. ხატია არის ძალიან სასიამოვნო ქალბატონი. გადმოცემის უდიდეს ნიჭსა და უნარს ფლობს. უცხო სიტყვებს, ისე მარტივი ენით და გასაგებად გვიხსნიდა, რომ ახლა ძალიან მარტივად აღვიქვამ ნებისმიერ უცხო სიტყვას. რაც მთავარია, რა კითხვაც არ უნდა დამესვა მისთვის, ამომწურავი პასუხები ჰქონდა ყოველთვის.
ახლა პრაქტიკებს გავდივარ კლინიკაში ადმინისტრატორის პოზიციაზე და ამას რაც შეეხება, გამომადგა ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ლექციებზე გავაკეთე. გამომადგა ის ცოდნა, რომელიც ქალბატონმა ხატიამ გადმოგვცა. ამის გამო, გამიმარტივდა იმ ყველაფრის კარგად და მოკლე დროში ათვისება, რაც პრაქტიკებზე უნდა მესწავლა. გოგონები, აქ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი გამოცდილება გამიზიარონ და მეხმარებიან პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში.
ბოლოს ბიდისიზე რომ არ ვთქვა, ისე არ გამოვა. აქ ყველაფერია, რომ დააგროვო ცოდნა და შემდეგ გამოიყენო. ყველაზე კარგი ის არის, რომ დასაქმების პერსპექტივა ბიდისი აკადემიაში ყოველთვის არის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, აკადემიაში არის საოცარი ატმოსფერო და როდესაც სასაუბროდ მოვედი, მაშინვე მინდოდა დამეწყო სწავლა. ინტერნეტით ვეძებდი კურსებს, მინდოდა შემეძინა ცოდნა გარკვეული მიმართულებით და აღმოვაჩინე ბიდისი აკადემია. დავინტერესდი, მივწერე და გამიკვირდა იმდენად ოპერატიულად მოახერხეს პასუხის დაბრუნება. ამ აკადემიამ ჩემი პროფესიული ჩაკეტილობები მომიხსნა, მომცა სტიმული და მოტივაცია ამიმაღლა. მომავალ ბიდისელებს კი ვეტყოდი რომ მოვიდნენ, შეიძინონ ცოდნა, დასაქდნენ, განვითარდნენ და ახსოვდეთ, რომ უდიდეს გამოცდილებას დააგროვებენ.