You are currently viewing კურსი შეიცავდა საკმაოდ გონივრულ და სახალისო აქტივობებს

კურსი შეიცავდა საკმაოდ გონივრულ და სახალისო აქტივობებს

ოფის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კურსდამთავრებული,ნათია ყულიაშვილი სასწავლო კურსის შესახებ გვიყვება.მან ბიდისი აკადემიის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო.

ვნახოთ რას გვეუბნება იგი : ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული ცოდნით,მიხარია რომ ჩვენმა ლექტორმა ხარისხიანად შეგვასწავლა კურსი.

ბ-ნ ვაკო ყორღანაშვილი არის უნიჭიერესი,კომუნიკაბელური და მეგობრული ლექტორი…

სასწავლო კურსის ფორმატი  შეიცავდა საკმაოდ გონივრულ და სახალისო აქტივობებს,მიღებული ცოდნა უკვე გამოვიყენე და დავსაქმდი ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად.

დისტანციური სწავლება ჩემთვის ნაყოფიერი იყოვისარგებლე გადანაწილების მეთოდით,რაც ჩემზე კომფორტულად იყო მორგებული.

აკადემიაში გატარებულმა სასწავლო პროცესმა მომცა განათლება,ცოდნიდან გამომდინარე ცხოვრებისეული ზრდა,მეგობრები.

სასწავლებელმა გადააჭარბა იმ  მოლოდინს,რაც მქონდა.ვგეგმავ კვლავ ვისარგებლო სასწავლებლის სხვა პროგრამებით.

მათ,ვინც გადაწყვეტს,რომ ამ აკადემიაში დაიწყონ  სწავლა ვეტყვი,რომ აქ-ბიდისი აკადემიაში გატარებული სასწავლო პროცესის დროს ცხოვრებაში იპოვიან მიზანს,და იპოვნიან საკუთარ თავს.

გასცემენ კითხვებზე პასუხს : ვინ ვარ მე? სად ვარ? და ვინ მინდა რომ ვიყო.