You are currently viewing კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების კურსი

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების კურსი

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების კურსი გავიარე, ბატონ დავითი და ლექსო კურირებდნენ ამ კურსს და უნდა ვთქვა, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მათ ჩემ განვითარებაში. ინტერნეტის საშუალებით გავიგე ბიდისი აკადემიის შესახებ და პირველი რაც გავაკეთე, რეკომენდაციებს გადავხედე, მერე დავინტერესდი, რამდენი წელია ეს აკადემია არსებობს, აქამდე რატომ არ ვიცოდი მის შესახებ. ყველაფერი გავარკვიე და დავიწყე სწავლა. არც კი მეგონა, თუ ასეთი პროფესიონალები იქნებოდნენ და ასე კარგად ასწავლიდნენ ნებისმიერ პროფესიას. პედაგოგები საოცრად მეგობრულები, ამავდროულად, ძალიანნ მკაცრები და მომთხოვნები. სხვანაირად არც შეიძლება. აკადემიას 10-დან 10-ს დავუწერდი, რადგან შეუძლებელია ამდენი კმაყოფილი სტუდენტი გყავდეს თუ შენი საქმის პროფესიონალი არ ხარ. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, აკადემიას, მის დამფუძნებელს, ქ-ნ ნათიას, რადგან მომცა საშუალება მოკლე დროში მიმეღო, ის საჭირო ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ თეორიას პრაქტიკაში იყენებ. შესაბამისად, დროისა და ენერგიის დახარჯვა არ გიწევს. აკეთებ იმას, რაც უკვე ისწავლე და სწავლობ იმას, რაც უნდა გააკეთო. მადლობა ჩემ პედაგოგებ, ბიდისი აკადემიის პერსონალსა და ხელმძღვანელს.