You are currently viewing ირაკლი – IT პროგრამირების კურსი

ირაკლი – IT პროგრამირების კურსი

IT პროგრამირება გავიარე ბიდისი აკადემიაში. კურსი პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება. პირველი 3 თვე პედაგოგი ბ-ნ დავითი იყო, რომელიც იმდენად გასაგებად გვიხსნიდა ყველაფერს, შეუძლებელია ოდესმე დაგავიწყდეს. ბავშვებთან ძალიან კარგი მიდგომა აქვს, ეს კიდევ სტიმულია ყველასთვის, რომ ხვალ და ზეგ უკეთესები გავხდეთ, ვიდრე დღეს ვართ. 3 თვის შემდეგ ბ-ნ ლექსოსთან გადავინაცვლეთ, რომელსაც შეუძლია მასალა დაგიღეჭოს, აგიხნას და არ გაგიშვებს, სანამ არ გაგაგებინებს. ძალიან მეგობრული ადამიანი და კეთილი. ორივე პედაგოგი საკუთარი საქმის პროფესიონალია და მსიამოვნებდა მათთან ერთად დროის გატარება. თელავში ვიყავი დასასვენებლად, როდესაც ბიდისიზე გავიგე. თელავის ფილიალში მივედი და შემდეგ თბილისში დავიწყე სწავლა. აქ მუშაობენ ყურადღებიანი და პროფესიონალი ადამიანები. საოცარი გარემო და ატმოსფეროა, რომელიც მოტივაციას გმატებს და არ გაძლევს დანებების უფლებას. დასაქმებას და სტაჟირებას, რაც შეეება, ველოდები და აუცილებლად ვაპირებ მომავალში ჩემი ცოდნის საქმეში გამოყენებას.