დისტანციურად შევისწავლე მარკეტინგის მენეჯმენტის შემსწავლელი კურსი,ლექტორი-ვაკო ყორღანაშვილი.
აკადემიის შესახებ ინფორმაცია მეგობარმა მომაწოდა,სასწავლებლისგან გაცემული ცოდნით ძალიან კმაყოფილი ვარ,სწავლის პროცესი მაღალი ხარისხით წარიმართა,რადგან ლექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის,რომ დარწმუნდეს სტუდენტს ესმის თუ არა კურსის ძირითადი იდეები.
ლექტორი თავისი სფეროს პროფესიონალია,რადგან იგი აღვივებს სტუდენტების ინტერესს სასწავლო კურსის მიმართ,იგი ყოველთვის მზად არის სტუდენტებს გაუწიოს დამატებითი დახმარება,ან თუნდაც კონსულტაცია.
ადმინისტრაცია ძალიან ყურადღებიანია და ყველა დეტალს გვაცნობდნენ კურსის შესახებ.
გადახდის ხელსაყრელი და მოქნილი გრაფიკი იყო.
იმდენად აქტიურად ვიყავი ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში ვერ ვგრძნობდი,რომ რაიმე სხვაობა იყო.ბიდისი აკადემიაში გატარებული პერიოდი საინტერესო და ინფორმაციებით დატვირთული იყო,სასწავლებელმა გაამართლა მოლოდინები,შესაძლებელია სხვა კურსებიც გავიარო.
მათ,ვინც აპირებს ბიდისი აკადემიაში სწავლას ვეტყოდი,რომ წინ სასიამოვნო,საინტერესო და ინფორმაციებით დახუნძლული სასწავლო პროცესი ელოდება,შესანიშნავი ლექტორებით და ადმინისტრაციით.ბიდისი აკადემია ზრუნავს თავისი სტუდენტების სამომავლო განვითარებაზე და ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე.
ვფიქრობ,აქ ნასწავლი,თითოეული ლექცია და მიღებული ცოდნა სამომავლოდ ძალიან დამეხამრება ჩემი პროფესიისა და ცოდნის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
ანა ყურუა